მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება

იურისტი თამთა მეგრელიშვილი

„ეს ხელწერა ნაცნობია და ამ ქვეყანაში ამ ხელწერაზე ექსკლუზივი ნაციონალურ მოძრაობას აქვს!“ - ასე ეხმიანება - იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში წარმოდგენილ ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიებას შეეხება.

„არაფერი ახალი და გასაკვირი პროკურატურას არ უთქვამს, მაგრამ მაინც საჭიროა კიდე ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, თუ რა რეჟიმი მართავდა ქვეყანას. უკანონო მოსმენები, ჩაწერები, შემდეგ ამ საუბრების ფალსიფიკაცია და პარტიული არხებით ამ სიყალბის ტირაჟირება - ეს ხელწერა ნაცნობია და ამ ქვეყანაში ამ ხელწერაზე ექსკლუზივი ნაციონალურ მოძრაობას აქვს!” - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე:

ამირან სალუქვაძე: მონტაჟის 170 ადგილი, მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები

არ უნდა ისჯებოდნენ კანონით ამ ყველაფრის შემოქმედნი? როგორ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ტყუილში და სიყალბეში ქმნიდნენ გადაცემებს? - ირაკლი ლატარია