მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ საზოგადოება ამას იტანს, წუწუნს თავი უნდა გაანებოს და იმსახურებს იმას, რაც არის“ - გია ხუხაშვილი ჩანაწერებზე

„ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ჩანაწერების გავრცელების გამო საზოგადოებამ ხელისუფლებას პასუხი უნდა გასცეს.

მისი თქმით, ამ მასშტაბის ამბის შემდეგ სახელმწიფოს არსებობაზე საუბარი ზედმეტია.

„ამ ტიპის სკანდალის შემდეგ ნებისმიერი ხელისუფალი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, უბრალოდ მიდის ხელისუფლებიდან, ბოდიშს იხდის და საერთოდ პოლიტიკიდანაც კი გადის. ამ კატასტროფის მასშტაბი, რაც ვიხილეთ, ამის უკან სახელმწიფოზე საუბარიც კი ზედმეტია.

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ხელისუფლება ეპოტინება ძალაუფლებას და არსად აპირებს წასვლას. ეს არის ტესტი, თუ ჩვენ რამდენად შევდექით საზოგადოებად. თუ ჩვენ ამას ვიტანთ და ვამბობთ, რომ ნუ მოსულა, იყოს, რადგან რაღაცის ირაციონალური შიში გვაქვს და ჯობია ისევ ამ სიბინძურეში ვიბანაოთ, მაშინ წუწუნს თავი უნდა გაანებოს და გამოდის, იმსახურებს იმას, როგორც არის.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება ამდენად დაცემული არ არის და ხელისუფლება მიიღებს საკადრის პასუხს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.