მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნებისყოფო ადამიანი რომ საკუთარ თავს ჰპირდება, ორშაბათიდან ჯანმრთელ ცხოვრებას დავიწყებო, მაგრამ ხვდება, რომ ნულოვანი პროგრესი ექნება“ - ბაჩო ოდიშარია 15 მაისის აქციაზე

ვიდეობლოგი გია ხუხაშვილის სტატუსზე

„ორი თვით ადრე აქციის დაანონსება იმ ტიპის თვითმოტყუებაა, უნებისყოფო ადამიანი რომ საკუთარ თავს პირდება, ორშაბათიდან ჯანმრთელ ცხოვრებას დავიწყებო, მაგრამ წინადადების დასასრულსვე ხვდება, რომ ნულოვანი პროგრესი ექნება“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია 15 მაისს დაანონსებულ აქციას. 

„ოპოზიციის მხრიდან ორი თვით ადრე აქციის დაანონსება, იქნებ ასე მაინც მოვახერხოთ ხალხის მობილიზებაო, იმ ტიპის თვითმოტყუებაა, უნებისყოფო ადამიანი რომ საკუთარ თავს ჰპირდება, ორშაბათიდან ჯანმრთელ ცხოვრებას დავიწყებო, მაგრამ წინადადების დასასრულსვე ხვდება, რომ ნულოვანი პროგრესი ექნება და მაქსიმუმ რასაც იზამს, ეცდება შაურმა მაიონეზის გარეშე შეუკვეთოს ხოლმე“, - წერს ბაჩო ოდიშარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.