ანალიტიკა

ვინ არის ნავალნი და რა განცხადებები აქვს გაკეთებული საქართველოს შესახებ ?

მოწამლული რუსი
ოპოზიციონერი
1600178880
დაკოპირებულია

კრემლის ლიდერის მთავარმა კრიტიკოსმა, რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ 20 წლის წინ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური აქტივობით დაკავებულიყო და პარტია „იაბლოკოში“ გაწევრიანდა. ნავალნი პროფესიით ეკონომისტი და იურისტია.

ნავალნის პოპულარობას რუსეთში და არამხოლოდ თავის სამშობლოში, ანტიკორუფციული ფონდი და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები განაპირობებს.

ნავალნის პოპულარობა და რეიტინგი ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად გაიზარდა. მას შემდეგ რაც რუსი ოპოზიციონერი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისის ბორტზე შეუძლოდ გახდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი „ნოვიჩოკით“ მოწამლა, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ფაქტს გამოეხმაურნენ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი, ამერიკელი სენატორები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და კიდევ სხვები.

ნავალნის განცხადებები ხისტია, ის არ უშინდება პრეზიდენტ პუტინის კრიტიკას, ნავალნის ფონდმა არაერთხელ ამხილა რუსი საჯარო მოხელეები თაღლითობასა და კორუფციაში.

რუსული სახელისუფლებლო მედია წერს, რომ ოპოზიციონერის განცხადებები მოსახლეობის განწყობაზეა გათვლილი. ასევე საინტერესოა ის განცხადებები, რომელიც პუტინის კრიტიკოსმა მეზობელი ქვეყნების, კერძოდ კი საქართველოსა და უკრაინის მისამართით გააკეთა.

ნავალნის მხარდამჭერთა არმია ყოველდღიურად იზრდება პუტინის რუსეთში, ოპოზიციონერი ამბობს, რომ მოცემულ ვითარებას არასოდეს დანებდება და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

სიკვდილს გადარჩენილი ნავალნი ახლაც იბრძვის ბერლინის კლინიკაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ინსტაგრამის პირად გვერდზე წერს, რომ დამოუკიდებლად სუნთქავს.

„ჯერჯერობით არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი“, - წერს ნავალნი.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაზე ამბობს, რომ გარკვეულწილად გაფრთხილებაა მათთვის, ვინც ეცდება, რომ ბელარუსის მსგავსი პროტესტის ტალღა ააგოროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„ძირითადად, ეს მაინც გამოწვეულია ბელარუსში მიმდინარე პროცესებით. აქ ორი მომენტია. დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრი გადატანილია მინსკზე და იმაზე, თუ რა ხდება ბელარუსში. დასავლეთი დაკავებულია იმით, რომ მოსკოვი არ ჩაერიოს ბელარუსის შიდა საქმეებში და დღეს ეს არის მისი მთავარი ამოცანა. შესაბამისად, მოსკოვს ჰგონია, რომ მისთვის არასასურველი პირები როგორმე ჩამოიშოროს. ამასთანავე, ეს არის გარკვეულწილად გაფრთხილება მათ მიმართ, ვინც, ეცდება ბელარუსის მსგავსი ტალღა ააგოროს პუტინის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მოსკოვი ასე მიიჩნევს, არის საკმაოდ ხელსაყრელი ვითარება იმისთვის, რომ არასასურველი პირები რამენაირად გზიდან ჩამოიშოროს და ქვეყნის შიგნით განსხვავებულად მოაზროვნეებს, პუტინის არამხარდამჭერებს აჩვენოს, რომ კრემლი ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს და არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში ისეთივე სიტუაცია მიიღონ, როგორიც ბელარუსმა მიიღო!“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

რაც შეეხება ნავალნის მიერ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებს, რუსი პოლიტიკოსი ტელეკომპანია „Дождь"-თან ინტერვიუში პუტინის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა.

ამავდროულად ნავალნი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრე იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე საქართველოს ამ რეგიონებთან განსხვავებული მოსაზრება, ნავალიმ აღნიშნა, რომ საქართველოში „განსხვავებული“ სიტუაცია იყო.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეგიონებია, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, რუსი ოპოზიციონერი „გავრილოვის ღამის“ მოვლენებსაც გამოეხმაურა. ოპოზიციონერი ტვიტერის პირად გვერდზე წერდა, რომ პუტინმა საპროტესტო აქციების გამო დასაჯა საქართველო.

„პუტინმა გადაწყვიტა დასაჯოს საქართველო იმის გამო, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციებია. აკრძალა ავიამიმოსვლა საქართველოსთან. ახლა უამრავი რუსი ვეღარ შეძლებს საქართველოში ჩასვლას და ხელსაყრელ ფასად ხარისხიანად დასვენებას. კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს საქართველოში მიმდინარე პროტესტის გამო?“, - აცხადებდა ნავალნი.

ინფორმაციისთვის, გაზეთი The New York Times-ის ინფორმაციით, ნავალნი მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდება.

„ის არ ასპირებს გადასახლებაში ყოფნას. მას სახლში დაბრუნება სურს და იქ საქმის გაგრძელება“ - უთხრა გაზეთს ანონიმურმა წყარომ გერმანიის უშიშროების სამსახურში.

როგორი იქნება ნავალნის ფიზიკური და პოლიტიკური ახალი სიცოცხლე, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...

პოლიტოლოგი

გია ხუხაშვილი: გახარია ყველა ოპოზიციურ ლ...

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც  ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1611589061

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

1611587133

2000 წლიდან, ანუ 21-ე საუკუნეში, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად მსოფლიოში 500 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მატერიალურმა ზარალმა  2,56 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

1611586490

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

1611583558
მეცო სოპრანო

ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი...

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორე ინფიცირდა. ამის შესახებ მეცო-სოპრანო საკუთარ ფეისბუკგვერდზე აღნიშნავს.  

1611582976
გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი საგაზაფხულო...

ბიუროს სხდომის დასაწყისში  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატ...

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“  შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.