ანალიტიკა

ზოგი ჭირი მარგებელია?! - კლიმატის ცვლილებასთან შემდგომი თამაში უდიდესი საფრთხის შემცველია

გამონაბოლქვი ქარხანაში
1629829872
დაკოპირებულია

როცა კლიმატზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია, უპირველესად გვაინტერესებს მისი „ყოფითი“ გაგება. ამინდი დღეს და უახლოეს მომავალში, აწმყოში და არა მილიონი წლის წინ ან შემდეგ. თუ დასასვენებლად მივდივართ, ვუყურებთ როგორი ამინდია კურორტზე და რისთვის მოვემზადოთ. თუ ჩვენი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება გვალვის დროს წვიმას ველით, ხოლო ჭარბტენიანობის დროს - გამოდარებას; ვუფრთხით საგაზაფხულო თუ საშემოდგომო ყინვებს. ამასთან, ჩვენი ინფორმირებულობა გვაიძულებს უკეთ დავგეგმოთ შემარბილებელი ღონისძიებები, საფრთხეებისა და რისკების შესამცირებლად თადარიგი დავიჭიროთ, ვიზრუნოთ ირიგაციაზე, დაჩრდილვაზე, კულტურათა შერჩევაზე, აგროდაზღვევის მექანიზმების გამოყენებაზე და სხვა.

მეცნიერებისთვის კი კლიმატი ხუთი გარსისგან შემდგარი სისტემაა. ესენია:

⭕ ატმოსფერო

⭕ ჰიდროსფერო - პირველ რიგში ოკეანე

⭕ კრიოსფერო - მყინვარები

⭕ ბიოსფერო - ტყეები, ჭაობები, ჩვენი ყველა ეკოსისტემა და

⭕ ლითოსფერო - ხმელეთის ზედა ფენა

სერბმა მეცნიერმა მილუტინ მილანკოვიჩმა მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა კავშირი კლიმატის ცვლილებას, კერძოდ, გამყინვარებიდან გამყინვარებამდე შორის პერიოდის ეპოქებსა და ასტრონომიულ პარამეტრებს შორის. დედამიწის ორბიტის შევიწროება, მისი ღერძის დახრილობა, მისი პროცესია (მოვლენა, რომლის დროს მბრუნავი ობიექტის ღერძი იხრება, მაგალითად, გარეშე ფაქტორის გავლენით) - მათი ციკლურობა გარკვეულწილად გადაანაწილებს მზის ენერგიას პლანეტაზე. გამყინვარებიდან გამყინვარებამდე შორის ეპოქებში მნიშვნელოვანია რამდენ ენერგიას იღებს ჩრდილოეთ ნახევარსფერო ზაფხულში.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მეტია ხმელეთი და მოქმედებას იწყებს თოვლით განპირობებული უკუკავშირების ჯაჭვი. ორბიტის პარამეტრების ცვლილების შედეგად ზაფხულში მზის ნაკლები სხივი ეცემა დედამიწას, თოვლი დიდხანს დევს, მზის მეტ სხივს აირეკლავს, უფრო მეტად ცივდება და უფრო მეტ ხანს დევს თოვლი. ასე იზრდება მყინვარი. შემდეგ ისევ ხდება ცვლილებები, მზისგან მეტი სითბო მოდის - მყინვარი უკან იხევს. ეს გრძელი 40, 100, 400 ათასი წლიანი ციკლებია. დიდი აფეთქების შემდგომი პერიოდისათვის (თითქმის 14 მილიარდი წელი) ეს რიცხვები უმნიშვნელოა, მაგრამ ცივილიზაციის ისტორიისათვის გრანდიოზული პერიოდებია.

არის სხვა ციკლებიც: მზის აქტივობის, ოკეანური რყევების და სხვა.

არის ე.წ. იმპაქტური ზემოქმედებები, მაგალითად, მეტეორი ჩამოვარდა, ჰაერში გაიტყორცნა მტვრის გიგანტური ოდენობა, რამაც პლანეტა ერთგვარი აეროზოლური ეკრანით დაფარა, აირეკლა მზის სხივების ნაწილი. ამ დროს მკვეთრად აცივდება. მსგავსი სცენარი განვითარდება სუპერვულკანის მასშტაბური ამოფრქვევის ან ბირთვული აფეთქების დროს (ბირთვული ზამთარი).

ახლა ჩვენ ვართ კლიმატზე ადამიანური ზემოქმედების მოწმე - უკანასკნელი 200 წლის მანძილზე კაცობრიობამ მასობრივად დაიწყო მილიონობით წლების მანძილზე ნაგროვები წიაღისეული სათბობის დაწვა. ამან კი ატმოსფეროში სათბური გაზების, უპირველესად კი ნახშირჟანგის, მეთანის და აზოტის ოქსიდის კონცენტრაციის უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია. ეს კარგად ჩანს მყინვარების ჭრილებში. ამასთან, ასეთი მაღალი კონცენტრაცია არ ყოფილა მინიმუმ მილიონი წლის მანძილზე. უპრეცედენტოა, ასევე, მისი ზრდის სიჩქარე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მილიონში 180-დან 300 ერთეულამდე (PPM) მერყეობდა და დღეს უკვე 415-ია.

მიმდინარე დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ადამიანური ზემოქმედების შედეგად ატმოსფეროს ყოველწლიურად დაახლოებით 10 გიგატონა (1 Gt=მილიარდი ტონა) ნახშირბადით ვაბინძურებთ. ოკეანე და ბიოსფერო შთანთქავენ მის ნაწილს, დაახლოებით 3-3 გიგატონას თითოეული. ანუ 4 გიგატონა ატმოსფეროში რჩება, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია კი იზრდება. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდით ჩვენ ვზრდით ამ ეფექტს კიდევ ერთი გრადუსით. ანთროპოგენური ზემოქმედება ფასდება 1 კვადრატულ მეტრზე 2 ვატად, სათბური ეფექტი იძლევა 3 ვატს. ადამიანური ზემოქმედებით ატმოსფეროში მოხვედრილ აეროზოლებსა და მყარ ნაწილაკებს აქვს გამაგრილებელი ეფექტი და აკომპენსირებს 1 ვატს.

შედეგად ჰაერის ტემპერატურა იზრდება და ოკეანეში მნიშვნელოვანი სითბო გროვდება. ოკეანე შთანთქავს სითბოს 90%-ს, 4-5%-ს შთანთქავს კრიოსფერო და ხმელეთი, ატმოსფერო - 1%-ს. როგორც ჩანს, ჭარბი სითბო ოკეანის სიღრმეებში გადადის, ხოლო ნაწილი ატმოსფეროში ბრუნდება.

თითქოს ყველამ ყველაფერი იცის და მსოფლიოს 195 ქვეყანა შეთანხმდა კიდეც სათბური გაზების ემისიების შემცირებაზე 2015 წლის დეკემბერში პარიზში.

რატიფიკაციის შემდეგ ქვეყნების წარმომადგენლებმა პარიზის ხელშეკრულებას საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი ნიუ იორკში. სქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მე მოვაწერე (კონვენციის ტექსტი).

მიუხედავად ასეთი მასშტაბური შეთანხმებისა, პრობლემა იმაშია, რომ რეალურად არავინ არაფერს ამცირებს. მსოფლიო ისევ აქტიურად მოიხმარს წიაღისეულ სათბობს.

მეტიც, ჩინური ცინხუას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფზე დაყრდნობით ბლუმბერგი იუწყება, რომ აღმოსავლეთ აზიაში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის ამბიციური გეგმები მილიონობით ტონა ნახშირორჟანგით დააბინძურებს გარემოს. ჩინეთი და ინდოეთი გეგმავენ ნავთობგადასამუშავებელი წარმოების გაფართოებას მომდევნო 30 წლის მანძილზე და თუ მოქმედ და ახალ საწარმოებს სათანადო ტექნოლოგიებითა და ფილტრებით არ აღჭურავენ, დამატებით 8,5 მილიარდი ტონით დააბინძურებენ გარემოს. ნახშირორჟანგის გაფრქვევის ნულოვან დონეს ჩინეთი 2060 წლისთვის გეგმავს.

დღეს მზის ენერგიის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება (რეკორდულია $1,04/KWh საუდის არაბეთის უდაბნოში, პორტუგალიაში - $0.014/KWh). 2020 წლისთვის მზის ენერგიის საშუალო ფასი იყო $0.037/KWh, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების - $0.112/KWh, ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების - $0.059/KWh, ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების - $0.163/KWh; ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურების - $0.04/KWh). ამასთან, უმნიშვნელოვანესია გაიაფების დინამიკა, რაც თვალნათლივ ჩანს სქემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მზის ელექტროსადგურების რაოდენობა იზრდება და ფასი მცირდება, ჯერჯერობით იგი უფრო ენერგიის ტრადიციული წყაროების დამატებაა, ვიდრე მისი ჩამნაცვლებელი.

ჩვენ რომ მოვახერხოთ და ატომური, მზის, ქარის, ჰიდრო ენერგეტიკის გამოყენებით ადამიანური ნახშირბადული კვალი 0-ზე დავიყვანოთ, შევძლებთ შედარებით თბილი კლიმატის პარადიგმაში დარჩენას, მაგრამ არ გადავლახავთ 2 გრადუსიან სახიფათო ზღვარს.

ამ ზღვრის გადალახვას შეუძლია კლიმატის არსებით ცვლილებასთან, ანტარქტიდის მყინვარების დესტაბილიზაციასთან, ოკეანის დონის მნიშვნელოვან ზრდასთან, დიდ ეკონომიკურ და ბუნებით დანაკარგებთან მიგვიყვნოს.

შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ევროკავშირი მოქმედებს პოზიტიურად, ხოლო ამერიკისა და აზიის დიდი ეკონომიკები მაინცდამაინც არ ცდილობენ თავისი ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნას.

მეცნიერები ცდილობენ მოიფიქრონ, როგორ „ამოიღონ“ ნახშირორჟანგი ატმოსფეროდან (ე.წ. ნეგატიური ემისია). მაგალითად, ნახშირორჟანგის „დასაჭერად“ არის ბაზალტის ფხვნილის გაფრქვევის წინადადება. მსგავსი ექსპერიმენტები მცირე მასშტაბით ტარდება და პროცესზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.

საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში (მაგალითად, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები, რუსეთი) დათბობის პროცესი უფრო სწრაფი ტემპით მიდის, დაახლოებით 2,5-ჯერ სწრაფად, ვიდრე მთლიანად მსოფლიოში. თუ საშუალო წლიურმა ტემპერატურამ მსოფლიოში 0,8 გრადუსით მოიმატა, ჩრდილოეთის ქვეყნებში იგი 2 გრადუსით გაიზარდა. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ცვლილებებიც უფრო ნათელია.

ბუნებრივია, ჩრდილოეთის ქვეყნებში კლიმატი უფრო ცივია და გლობალური დათბობის შედეგად ცხოვრება უფრო კომფორტულიც კი ხდება. ისტორიულად ადამიანები განსასახლებლად ირჩევდნენ ისეთ ადგილებს, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა +13-15 გრადუსი იყო. ჩრდილოეთის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 0-დან 5 გრადუსამდე მერყეობს. ესე იგი აქ ადამიანები არაკომფორტულ ზონაში ცხოვრობენ და ტემპერატურის მატების გამო მათი, როგორც ბიოლოგიური სახეობის საარსებო გარემო გაუმჯობესდება. ეს, ერთი შეხედვით, სასიამოვნო ინფორმაციაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ცვლილებები შეგუებისთვის საჭირო დროზე გაცილებით სწრაფად ხდება.

ყველაზე სახიფათოა მარადმზრალი ნიადაგების ლღობის პროცესი. ასეთ გარემოში ცხოვრების ადამიანური უნარები უსარგებლო ხდება თუნდაც მხოლოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თვალსაზრისით. ტემპერატურის შერბილება ჩრდილოეთში იქნებ ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლოც კი იყოს, მაგრამ პარალელურად იზრდება სითბური ტალღების განმეორებადობა და ინტენსივობა. მაგალითად, კანადაში წელს დაფიქსირდა ამ ქვეყნის აბსოლუტური ტემპერატურული რეკორდი - 49,6 გრადუსი(!).

ასეთმა სიცხეებმა ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. მხოლოდ ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა) დაფიქსირდა 486 ადამიანის გარდაცვალება ანომალიურად მაღალი ტემპერატურის გამო.

დედამიწა ჩრდილოეთში, პოლარულ ოლქებში უფრო სწრაფად თბება, ვიდრე სამხრეთში და ეს პროცესი უფრო შესამჩნევია. არქტიკა შიშვლდება, მყინვარები მცირდება, მათი დნობისა და თერმული გაფართოების გამო იზრდება წყლის დონე ოკეანეში, იზრდება ქარის სიხშირე, სიჩქარე და ინტენსივობა. მარადმზრალი ნიადაგებით წარმოქმნილ ნაპირებს ოკეანის ტალღები მეტი ინტენსივობით რეცხავს და იტაცებს. სანაპირო ზოლის ცვლილება საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურასა და ნაოსნობას. წყლის ქიმიური შემადგენლობისა და ტემპერატურის ცვლილებასთან შეგუებას ვერ ასწრებენ ცოცხალი ორგანიზმები და სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მათი დაღუპვის შესახებ. ეს სამწუხარო ჯაჭვური რეაქციის საწყისი რგოლია, რომელსაც ადამიანის საარსებო გარემოს ცვლილებასთან მივყავართ - მილიონობით ადამიანი, ვისი კვების რაციონში თევზი და მოლუსკები ჭარბობს, შიმშილისთვისაა განწირული. წყლის დონის მატება გაქრობით ემუქრება კუნძულოვან სახელმწიფოებს, სანაპირო ზოლების ტრადიციული აღქმა ძველ რუკებს, აეროფოტოებსა და ადამიანის მოგონებებს შემორჩება. ადამიანები იძულებულნი გახდებიან მასობრივად შეიცვალონ საცხოვრებელი.

კლიმატის ცვლილება საფრთხეებთან ერთად შესაძლებლობებსაც აჩენს. კლიმატის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მეექვსე ანგარიშში ლაპარაკია იმაზე, რომ 2050 წლისათვის არქტიკა პრაქტიკულად გათავისუფლდება ყინულის საფარისაგან სულ მცირე წელიწადში ერთხელ - ზაფხულში. ეს კი შესაძლოა რუსეთს დაეხმაროს, რომ არქტიკაში გაზარდოს სამხედრო და ეკონომიკური გავლენა. როგორც სამხედრო სპეციალისტი კალებ ლარსონი The National Interest-ის სტატიაში ამბობს, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა რუსეთს არქტიკის ათვისებაში უპირატესობას მისცემს. გლობალური დათბობის შედეგად ჩრდილო საზღვაო გზები მეტ ხანს დარჩება ყინულისგან თავისუფალი, რაც საზღვაო ნავიგაციაში უპირატესობას მიანიჭებს მოსკოვს. გარდა ამისა, შორეულ ჩრდილო ტერიტორიებზე გაჩნდება მინერალური რესურსების მოპოვების მეტი შანსი, რაც მკაცრი კლიმატის გამო მნიშვნელოვნად გართულებული და ეკონომიკურად არამოგებიანი იყო.

ავტორი ფიქრობს, რომ არქტიკის ათვისების პროცესში რუსეთის მადა მზარდი იქნება და ეს გარემოება მხედველობაში უნდა მიიღოს აშშ-მ.

რუსი მეცნიერი ალექსანდრე ჩერნოკულსკი ვარაუდობს, რომ თუ არა სათბური ეფექტი, გათანაბრებული ტემპერატურა მინუს 18 გრადუსი იქნებოდა. სათბური ეფექტის გამო გრძელტალღოვანი რადიაციის ნაწილი აირეკლება დედამიწიდან და უკან ბრუნდება. შედეგად გათანაბრებული ტემპერატურა +15 გრადუსია.

იქნებ ზოგი ჭირი მარგებელია, მაგრამ კლიმატის ცვლილებასთან შემდგომი თამაში ცალსახად უდიდესი საფრთხის შემცველია.

მსოფლიო ტემპერატურული რეკორდები.

ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა გ. აგულაშვილმა

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თელავში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ლევან ანდრიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

1635088135

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551
ირაკლი ღარიბაშვილი და
ირაკლი კობახიძე ბათუმში,
ხელვაჩაურსა და ოზურგეთში
მერობის კანდიდატებს და
შტაბების ხელმძღვანელებს
შეხვდებიან

თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი...

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდა...

„ზოგადად, ძალადობა, ადამიანის დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადება, რომ რუსთავში მათ ოფისში შეჭრის მცდელობა იყო.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.