მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურა ბატიაშვილი: კრემლმა საკმარისად „დასაჯა” დასავლეთისკენ მოცქირალი ფაშინიანი

ექსპერტი ზურა ბატიაშვილი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის ომში მთავარი გამარჯვებული რუსეთი გამოვიდა.

მისი თქმით, რუსეთმა ყარაბაღის სტატუსი ღიად დატოვა, რათა მომავალში მხარეებზე ზეგავლენის საშუალება ჰქონდეს.

„ყარაბაღის მეორე ომს, აზერბაიჯანის გარდა, რომელიც იბრუნებს კონტროლს ათწლეულების წინ დაკარგული ტერიტორიების დაახლოებით 2/3-ზე (რუკაზე აღნიშნულია ყვითელი ფერით) ყავს მთავარი მოგებული მხარე რუსეთის სახით, რომელიც:

- საქართველოსა და სომხეთის გარდა უკვე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც განათავსებს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს მინიმუმ 5 წლის ვადით (დამატებით კიდევ 5 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით) რითაც გაიზრდება მისი გავლენა მთელ რეგიონში;

- ღიად ტოვებს ყარაბაღის სტატუსის საკითხს, რითაც ყოველთვის ექნება მხარეებზე მანიპულაციისა და გავლენის საშუალება;

- მისი „სამშვიდობოები” გააკონტროლებენ სიტუაციას ყარაბაღსა და სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელ ლაჩინის გზაზე, რითაც ყოველთვის ექნება სომხეთსა და აზერბაიჯანზე ზემოქმედების ბერკეტი;

- მოსკოვის „კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული თურქეთ (თურქეთზე ცალკეც დავწერ)-ნახჩევან-დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი გზის ფუნქციონირების საკითხი, რაც კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია მის ხელში;

- კრემლმა საკმარისად „დასაჯა” დასავლეთისკენ მოცქირალი ფაშინიანი (შექმნა მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების რეალური შანსი) და საფრთხე შეუქმნა ყველა დასავლეთისკენ მოცქირალ ლიდერს რეგიონში.
გვსურს თუ არა ეს, სიტუაცია, სრულად თუ ნაწილობრივ, ძალიან ემსგავსება 1920-1921 წლების მდგომარეობას, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა კავკასიისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც.
და მთავარი კითხვა: ამ დროს რას ვაკეთებთ საქართველოში?“, - აღნიშნავს ზურა ბატიაშვილი.

👉ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

👉შეთანხმების გაფორმების შემდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი ელოდა როდის მოგუდავდა აზერბაიჯანი სომხეთს

👉სალუქვაძე აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტზე: რუსეთმა მიზანს მიაღწია

👉პუტინი: მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებში შედის