მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში არასამთავრობოები ცესკოსთან აქციას მართავენ

აქცია ბათუმში

ბათუმში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

„მოღალატე, მონები, გამოდი გარეთ“ - ამ შეძახილებით სკანდირებენ აქციის მონაწილეები ბათუმის ცესკოთან.

მათივე თქმით, ისინი საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურს ფორმალობას უწოდებენ.

„არჩევნებს გვიყალბებენ ძალიან დიდი დოზით და ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ცესკოში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების აქტივობამ 26.29% შეადგინა.