მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შევა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები - გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და სერგი კაპანაძე

„ეს არჩევნები არ იყო, არც თავისუფალი არც სამართლიანი და არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. შესაბამისად, ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და უარს ვამომბთ შევიდეთ პარლამენტში, ასევე არ ვაპირებთ მეორე ტურში მონაწილეობას“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის აღიარება არ მოხდება.

„მიუხედავად მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა და მძიმე დარღვევებისა, ჩვენ ფრთხილად ვიყავით არჩევნების შედეგების შეფასებისას. თუმცა ეს იყო არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემა. არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო სახელისუფლებო მანქანა, ვერ ჩაითვლება თავისუფლად“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, საპარალემტო არჩევნებზე ხალხის ნების დამახინჯება მოხდა. მან სხვა პარტიებს საკუთარი პოზიციის დროულად დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉 საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში მმართველ გუნდს, პროპორციული სიით 61, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 59 მანდატი აქვთ მოპოვებული.

👉 30 მაჟოიტარული ოლქიდან 14-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო, ხოლო 16 ოლქში მეორე ტური ჩატარდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 99.9% დათვლილია - როგორ გადანაწილდა ხმები?

👉 II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თბილისში?

👉 პროპორციული სია - ვის ვიხილავთ მეათე მოწვევის პარლამენტში?