მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: დედას ვფიცავარ მიხეილ სააკაშვილი არ გვმართავს

გირჩის წევრი

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ვიცით რამდენი პროცენტით გაყალბდა არჩევნები“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, გაყალბებული არჩევნების სანაცვლოდ ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ვიცით რამდენი პროცენტით გაყალბდა არჩევნები. არჩევნები გაყალბდა ისე, რომ, მინიმუმ იმ დოზით მაინც, შეუძლებელი იყო პირველ ტურში გადაწყვეტილიყო გამარჯვებულის ბედი. ბათუმშიც ვნახე გადასწორებული ოქმები, 700 ადამიანია უბანზე მოსული და გადანაწილებით 3000 ხმაა. შეუძლებელი გახდა ამ ეტაპისთვის დავადგინოთ რამდენი პროცენტით არის გაყალბებული. გაყალბებული არჩევნების სანაცვლოდ ხელახალი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი“, აღნიშნა ხვიჩიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე მართავს თუ არა „გირჩს“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხვიჩია აცხადებს, რომ სააკაშვილი „გირჩს“ არ მართავს და სხვა პარტიებზე ვერაფერს იტყვის.

„არა, დედას ვფიცავარ არ გვმართავს. დანარჩენებზე თავს ვერ დავდებ. ვერავისზე ვერ დავდებ თავს. შემიძლია, მხოლოდ საკუთარ თავზე დავდო, ჩემს პარტიაზე, ჩემს მეგობრებზე ან ოფისზე, სადაც ახლა ვარ. ასევე, შემიძლია, ვთქვა, რომ პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე ადამიანზე ეჭვის არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ვინმე ვინმეს მართავს. ჩვენ ამ შემთხვევაში არავისგან არ ვიმართებით. ჩვენ მართლა გვინდა, რომ ამ ქვეყანას ცივილური გამოსავალი ჰქონდეს, ყველა პარტიას ამ ქვეყანაში ჰქონდეს სახის შენარჩუნების საშუალება და ჩვენ ასე შევძლოთ ქართველი ხალხის მთავარი დაკვეთის, კოალიციური მთავრობის მიღება ამ არჩევნების შედეგად“, - დასძინა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პრემიერი ოპოზიციაზე: თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან

👉 თალაკვაძე: ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმას არ დაუშვებს