მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ 49.32%, ენმ 25.94%, „ევროპული საქართველო“ 3.77% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

დილის 8 საათის ონაცემები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

08:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ - 49.32%

🔴„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 25.94%

🔴„ევროპული საქართველო“ – 3.77%

🔴„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.26%

🔴„ლელო“ – 3.16%

🔴„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.1%

🔴„გირჩი“ – 2.87%

🔴„მოქალაქეები“ – 1.34%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%

დათვლილია უბნების (58.54%)

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.