მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ოპოზიციაზე: თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან

საქართველოს პრემიერი 2020

„პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით საქართველოში არჩევნებზე დასწრება და მონაწილეობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობის ძირითადი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა.

პრემიერის განცხადებით, ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს.

„არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა მოქალაქემ, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში და არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნათ და არა ქუჩის აქციების, ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენების, ვირუსის გავრცელების და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანის.

ამიტომ, მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით, თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან, ეს არის ჩვენი ძირითადი მოწოდება და ძირითადი მიზანი, რადგან ჩვენი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შევზღუდოთ. ამისთვის მთავარია, დავიცვათ წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პრემიერი: ვიცავდი ყველა წესს, თუმცა როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

👉 თალაკვაძე: ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმას არ დაუშვებს