მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საყვარელიძე: ვადამდელმა არჩევნებმა ოპოზიციას შეიძლება უარესი შედეგი მოუტანოს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის მოთხოვნის შესახებ საუბრობს.

საყვარელიძეს ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიციის მოთხოვნა კარგად იყოს გააზრებული. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა ოპოზიციას უარესი შედეგი მოუტანოს. საყვარელიძეს მაგალითად საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავს.

ექსპერტის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი ლოგიკურ წინააღმდეგობებში კარგად არ არის გააზრებული.

„სერგი კაპანაძე ამბობს 8 ნოემბერს გავაჟღერებთ და ძირითადი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაო. ძალიან მეეჭვება, რომ კარგად იყოს გააზრებული მათი მოთხოვნა, რადგან ვადამდელმა შეიძლება მათ უარესი შედეგი მოუტანოს, ვიდრე ახლა აქვთ.

ჩვენ კარგად გვახსოვს განმეორებითმა არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევის დროს ოპოზიციას ბევრად უფრო ცუდი შედეგი მოუტანა, ვიდრე პირველმა ტურმა. საერთოდ, ასეა მეორე ტურში არჩევნებს ერთნაირად არ პასუხობენ, პირველ ტურში ემოციურად მოქმედებენ და მეორე ტურში უფრო რაციონალურად.

ეს რაციონალური მოქმედება და ის სურათი, რომელიც საზოგადოებამ ნახა თავისი არჩევანის სარკეა ამ არჩევნების შედეგად. შეიძლება ამ სარკემ კორექტივი შეიტანოს და არ მგონია, რომ ეს კორექტივი იქნება იმ პარტიებისთვის ხელსაყრელი ვარიანტი, რომლებიც დღეს აპროტესტებენ შექმნილ მდგომარეობას. მეჩვენება, რომ ეს პროტესტი ლოგიკურ წინააღმდეგობებში არ არის კარგად გააზრებული, უფრო ემოციურია მათი მხრიდან. არ აწყობთ შედეგები ბუნებრივია, მაგრამ ეს არის დემოკრატია და ამას მოგვიწოდებენ ჩვენ უცხოელი პარტნიორები „შეეგუეთ იმას, რაც არის“, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, ექსპერტი აცხადებს, რომ ერთი-ორი პრეცედენტი არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

„წყნარად ჩატარდა, ერთ-ორი პრეცედენტი რაც იყო ის არსებით გავლენას, რომ ახდენდეს, მაშინ დამკვირვებლები იტყოდნენ ამის თაობაზე. პროცესი ნორმალური იყო“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

🔴 ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.15% მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას პარლამენტში 61 მანდატი ექნება.

🔴საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉პროპორციული სია - ვის ვიხილავთ მეათე მოწვევის პარლამენტში?

👉საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

👉როგორ განაწილდება მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატები პროპორციული სიით

👉II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს რეგიონებში?