მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

საარჩევნო უბნები გახისნა

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. დღეს მოსახლეობამ  მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს უყარა კენჭი. 

ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება.

არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მეორე ტური ჩატარდა შემდეგ საარჩევნო ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორმა კანდიდატმა მიიღო.

ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.