არჩევნები 2020

თამარ ჟვანია: იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას

ცესკოს თავმჯდომარე თამარ
ჟვანია Pia.ge
1607774885
დაკოპირებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

თამარ ჟვანია იმედს გამოთქვამს, რომ დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

„დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება“, - წერს თამარ ჟვანია.

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი Pia.ge

მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებსა და ს...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს

„მოშიმშილე სააკაშვილი მმართველი პარტიისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა და მისი მდგომარეობის დამძიმება მარტივი არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

1634581079

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალადობრივ დანაშაულებში მხილებული ადამიანი“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

1634579202

„ნიკა მელიამ ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს და ეს საკითხები თვითმმართველობის გადასაწყვეტი ჰგონია, ისეთ დაპირებებს ახმოვანებს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

1634578354

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, წყალდიდობას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

1634577811
ნატო-ს გენერალური მდივნის
თანაშემწე

საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ ა...

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა 19-20 ოქტომბერს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჯივიპი, 19 ოქტომბერს, მანჯგალაძისა და ჩხ...

ხვალ, 19 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მანჯგალიძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ტექნიკური სამუშაოები 19 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომ შეაკვდ...

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შიმშილობა მისთვის შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივ...

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, შავი ზღვისა და რეგიონული უსაფრთხოება, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში, მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში მხარდამხარ მსახური და აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზედაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.