არჩევნები 2020

ცესკო მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს

ცესკო მედიას, ადგილობრივ
და საერთაშორისო
ორგანიზაციებს დროული
რეგისტრაციისკენ
მოუწოდებს
1628093255
დაკოპირებულია

მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც კანონმდებლობით დადგენილი არაერთი პროცედურისა და ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა კი, როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ამიტომ, დღეს გვინდა საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ საარჩევნო ადმინისტრაციაში (ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში) რეგისტრაცია/აკრედიტაცია.

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად პერიოდულად იგეგმება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების გამართვა მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენთვის კი არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა. ამიტომ მოგიწოდებთ - დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. იმისათვის, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, სხდომებზე დასწრება და გაშუქება.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - 2 51-00-51.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

1635316925

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663
პროკურატურა

სასამართლომ ხელვაჩაურში ტაქსის გატაცებისთვის...

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

წიგნი-სკამები ყაზბეგის გამზირზე, სააკაშვ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.