მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

არჩევნების პროცედურა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.

თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია:

⭕ N1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:

ბექა ოდიშარია - 47.72%

შალვა შავგულიძე - 28.84%

⭕ N2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი

ნოდარ ტურძელაძე - 42.18%

ელენე ხოშტარია - 35.89%

⭕N3 საბურთალოს რაიონი

დავით სერგეენკო - 44.99%

ალექსანდრე ელისაშვილი - 18.63%

⭕ N4 ისნის რაიონი

კახა კახიშვილი - 47%

ხატია დეკანოიძე - 25.45%

⭕ N5 სამგორის რაიონი

სოზარ სუბარი - 46.61%

ლევან ხაბეიშვილი - 38.23%

⭕ N6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი

გია ვოლსკი - 44.31%

ანა დოლიძე - 20.04%

(დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%)

⭕ N7 ნაძალადევის რაიონი

მიხეილ ყაველაშვილი - 45.67%

შალვა ნათელაშვილი - 25.23%

⭕ N8 გლდანის რაიონი

ნიკა მელია - 43.94%

ლევან კობიაშვილი - 42.68%

👉 ცესკოს აღნიშნული მონაცემები 1254 უბნის შედეგების მიხედვით არის წარმოდგენილი.

👉ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

👉პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.