მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმრავლესობის მოსაპოვებლად „ქართულ ოცნებას“ 1 მანდატი აკლდება

პირველ ტურში გამარჯვებულები

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.15% მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას პარლამენტში 61 მანდატი ექნება.

რეგიონებში „ქართული ოცნების“ 14-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში, პარტიას პარლამენტში გარანტირებული 75 დეპუტატი ჰყავს. უმრავლესობის შესაქმნელად კი, მინიმუმ, 76 დეპუტატი უნდა ჰყავდეს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც რეგიონებში პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება:

◼️ზაალ მიქელაძე

◼️ვასილ ჩიგოგიძე

◼️ირაკლი ხახუბია

◼️ალექსანდრე მოწერელია

◼️გოჩა ენუქიძე

◼️გივი ჭიჭინაძე

◼️შალვა კერესელიძე

◼️ბეჟან წაქაძე

◼️ანტონ ობოლაშვილი

◼️სამველ მანუკიანი

◼️გოგი მეშველიანი

◼️ზაურ დარგალი

◼️გიორგი ხოჯევანიშვილი

◼️დავით სონღულაშვილი

„ქართული ოცნების“ 16 მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე ტურში იბრძოლებს. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას, ერთმა მაინც უნდა გაიმარჯვოს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

🔶 99.9% დათვლილია - როგორ გადანაწილდა ხმები?

🔶 II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თბილისში?