მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ - კახა კალაძე

თბილისი მერი

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

კახა კალაძემ არჩევნების პირველი ტურის შედეგები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“ შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა ხედავს, თუ რისი არჩევა უწევს.

„შედეგები ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, ანალიზის გაკეთების შემდეგ, შეიძლება ითქვას - რომ არა გიორგი გახარიას კანდიდატურა, ხმები შეიძლება ყოფილიყო ჩვენი, თუმცა, წინ მეორე ტურია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, არასდროს მისცემს ხმას წარსულს, ბოროტებას. ძალიან კარგად ხედავენ რეალურად, თუ რისი არჩევა გვიწევს - რას და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში მხარი სხვადასხვა პარტიას დაუჭირეს, მეორე ტურში ხმას ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას მისცემენ.

„მთელი კამპანიის განმავლობაში, მე და ჩემი პარტია ვსაუბრობდით მომავალზე, ქალაქთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, გაკეთებულ საქმეებზე, კონკრეტული ქუჩებისა და რაიონების მიხედვით რა უნდა გაკეთებულიყო. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში, იმ ადამიანების მხარდაჭერითაც, ვინც პირველ ტურში შეიძლება სხვადასხვა პარტიას, კანდიდატს მისცეს ხმა, უყვართ თავიანთი ქალაქი და ისინი ხმას მისცემენ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს ყველა უბანში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.