არჩევნები 2021

ჯიმ რიში: საქართველოში ჩატარებული არჩევნებით იმედგაცრუებული ვარ

ჯიმ რიში
1633416033
დაკოპირებულია

აშშ-ის სენატის წევრი ჯიმ რიში საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და ამბობს რომ ის იმედგაცრუებულია. ინფორმაციას foreign.senate.gov ავრცელებს.

„ამ არჩევნებით ძალზე იმედგაცრუებული ვარ. არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 2012 წლის კენჭისყრისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ დააკვირდება არჩევნების მეორე ტურს.

ძალზე შეშფოთებული ვარ ინფორმაციით დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ. ვინაიდან საქართველოში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, უნდა მოგვარდეს ის პრობლემები, რაც ეუთომ პირველ ტურში დააფიქსირა. საუბარია ძალადობაზე და ოპოზიციური პარტიებისთვის შექმნილ არათანაბარ პირობებზე“, - წერს რიში.

სენატორის თქმით, ღია და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანდობლივი თვისებაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ აგრეთვე:

👉„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“

👉 „ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“ - კობახიძე გახარიაზე

👉 „დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი

👉 „გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“ - სოსო ცინცაძე

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

1635316925

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080
სახელმწიფოს ფინანსური
მხარდაჭერით, კახეთის
რეგიონში ყურძნის
გადამმუშავებელი კიდევ
ერთი კოოპერაციული
საწარმო შეიქმნა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში ყუ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.