მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს“ - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„მივესალმები ყველა ქართველს, რომელმაც არჩევანი გააკეთა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის სფეროში“, - წერს შარლ მიშელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“

👉 „ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“ - კობახიძე გახარიაზე

👉 „დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი

👉 „გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“ - სოსო ცინცაძე