მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერამდენედ უნდა მოგატყუოთ მელიამ და ნაცებმა? - დავით ჩიხელიძე

ქუთაისის უნივერსიტეტი

„2 ოქტომბერს „ნაცების“ მიერ ოპოზიციის მორიგი გადაგდება ვიხილეთ. როგორც ამბობენ, ყველაფერი საინტერესო დეტალებში იმალება, იმდენი იწერება 2 ოქტომბრის საერთო სურათზე, რომ დეტალებზე თვალის მიდევნება დაგვავიწყდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

ჩიხელიძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაზე საუბრობს:

„2 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო ერთი საინტერესო დეტალი, კერძოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან (ოპოზიციასთან) ე.წ. შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებდა, სანაცვლოდ კი მცირე პარტიების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ნიკანორ მელიას დაუჭერდნენ მხარს, რაც ხმებში აისახებოდა.

თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს ოპოზიციის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატ(ებ)ს დაუჭერდა. პატარა პარტიებმა პირობა შეასრულეს და მხარი მელიას დაუჭირეს, სწორედ ამიტომ მიიღო მელიამ, პარტიაზე მეტი ხმა (თბილისი. მელია: 33.95% „ნაციონალური მოძრაობა“ 27,95%). თბილისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27,95% აიღო, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს მინიმუმ იგივე პროცენტი უნდა დაეფიქსირებინათ, მაგრამ მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტნიორები კიდევ ერთხელ მოატყუა. შეთანხმებაში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებმა საბურთალოზე 14,41 % , სამგორში 16,39%, ისანში 14,68% კრწანისში 12.61% მიიღო და ა.შ.

თბილისის ყველა ოლქში, შეთანხმების მონაწილე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნაკლები ხმა მიიღო. რაც ნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტნიორები კვლავ გადააგდო. ოპოზიცია კი გამოდის და მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერას უცხადებს. კი მაგრამ მაზოხისტები ხართ? მერამდენედ უნდა მოგატყუოთ მელიამ და ნაცებმა? რით ვერ მიხვდით მარტივ ჭეშმარიტებას, „ნაციონალური მოძრაობა“ მატყუარა, უპრინციპო, უპასუხისმგებლო ადამიანთა ერთობაა, რომელთან თანამშრომლობაც არ შეიძლება. მარტივად, რომ ვთქვათ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე, „ნაციონალების“ მხრიდან ოპოზიციის „გადაგდებაი საკვირველი“ ვიხილეთ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.