არჩევნები 2021

ოპოზიციას საზოგადოების მოტყუების შესაძლებლობა არ აქვს, ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებენ - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული
ცვლილებებისა და
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი დავით
ჩიხელიძე Pia.ge
1633598972
დაკოპირებულია

„ოპოზიციის მთავარი პრობლემა არათანმიმდევრულობა და პოზიციების ხშირი, ალოგიკური ცვლაა (რომ აღარაფერი ვთქვათ მათ წარსულზე). 2 ოქტომბრის არჩევნებმა, ოპოზიციის დაბალი რეიტინგი და მათი ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ გვაჩვენა“, - დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი აქ საუბარი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზე საუბრობს.

მისი თქმით, 2021 წლის არჩევნები აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა თუ ორგანიზაციამ მაღალ დონეზე შეაფასა:

„ფაქტია, 2 ოქტომბრის არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებას ოპოზიციის გარდა ყველა ხედავს, ოპოზიციას კი უბრალოდ ჭეშმარიტების, არსებული ფაქტის მიღება არ სურს, რადგან ის მათ დამარცხებას აღნიშნავს. ისინი როგორც წესი, უცხოელი ექსპერტების თუ პოლიტიკოსების განცხადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათზე ხშირად აპელირებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უცხოელების განცხადებები მმართველი გუნდის საზიანოდ კეთდება, ისინი მომენტალურად აიგნორებენ განცხადებებს, რომელიც მათ წინააღმდეგ არის მიმართული.

2021 წლის არჩევნები აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა თუ ორგანიზაციამ მაღალ დონეზე შეაფასა, გავრცელდა ევროპარლამენტართა ერთობლივი განცხადება: „გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა“. ასევე, არსებობს სხვა მსგავსი სულისკვეთების განცხადება, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები სრულად აკმაყოფილებდა მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს (დეივიდ ერეი: ხმის მიცემის დროს, დამკვირვებლების მიერ არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. კორინა კრეცუ: ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვისდა ა.შ.) .

როგორც ნიცშემ თქვა, „ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი - ეს თავის მოტყუებაა. ხოლო სხვების მოტყუება - ეს იშვიათი გამონაკლისია“. დღევანდელ ოპოზიციას საზოგადოების მოტყუების შესაძლებლობა არ აქვს, ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებენ!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.