მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამწუხაროა, რომ ცესკოს დიდ ღვაწლს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილიც კი არ აღიარებს“ - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„2021 წლის არჩევნების შემდეგ 10 დღე გავიდა, რაც გარკვეული შეფასების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს. თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული იყო, პირველ რიგში. ორგანიზების, მშვიდი საარჩევნო გარემოს და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის გამო, სტანდარტის რომელიც ცესკომ წლების წინ დაამკვიდრა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, არჩევნების მიმართ არსებული კითხვის ნიშნები უადგილო და შეუსაბამოა, რადგან უბნების გადათვლამ 2 ოქტომბერს დამდგარი შედეგი თითქმის უცვლელად დატოვა:

„უამრავ პოზიტიურ სიახლესთან ერთად 2021 წლის არჩევნებში ერთი მეტად საინტერესო სიახლე დაინერგა, უბნების გარკვეული ნაწილის გადათვლა (თითო ოლქში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 5 უბნის გადათვლა), კანონის მოთხოვნის შესაბამისად გადაითვალა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები, საოლქო საარჩევნო კომისიების პირადი ინიციატივით და საჩივრების საფუძველზე 194 უბნის ბიულეტენები, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის რეკომენდაციით დამატებით 258 უბნის ბიულეტენები, ჯამში გადათვლილია 812 საარჩევნო უბანი, რაც საქართველოში არსებული უბნების 29,75%-ია (3 664 უბანი). მსოფლიოში საარჩევნო უბნების ასეთი მასშტაბური გადათვლის პრეცედენტი არ მოიძებნება.

ცესკოს მსგავსი ნაბიჯი ნამდვილად იმსახურებს შექებას, მათ გვაჩვენეს, რომ არჩევნების მიმართ არსებული კითხვის ნიშნები უადგილო და შეუსაბამოა, რადგან უბნების გადათვლამ 2 ოქტომბერს დამდგარი შედეგი თითქმის უცვლელად დატოვა. უბნების გადათვლამ დაადასტურა შემაჯამებელ ოქმებში ასახული რეალობა, რომ არჩევნებმა, სამართლიანად, დემოკრატიულად, შეფერხების და დარღვევების გარეშე ჩაიარა. სამწუხაროა, რომ ცესკოს დიდ ღვაწლს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილიც კი არ აღიარებს, უფრო მეტიც, ისინი ცესკოს ღიად უპირისპირდებიან, საუბარი გიორგი სიორიძეზე (ლელო) და დავით კირთაძეზე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) მაქვს, რომლებიც თავიდან უბნების გადათვლას ითხოვდნენ, დღეს კი უბნები გადათვლას აპროტესტებენ და ცესკოს თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ. ცესკოს არ ვიცავ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბური გადათვლა არასდროს განხორციელებულა. აღნიშნულ ორ პიროვნებას ვურჩევ, პარტიული ბრძანებების შესრულების ნაცვლად, საკუთარი პასუხიმგებლობა სრულად გაითავისონ და სამსახურის დისკრედიტაციის ნაცვლად, მის გაძლიერებაში საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანონ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.