მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენატორი კარდინი საქართველოს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას ულოცავს

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი

„ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ წერილობით განცხადებაში ამბობს.

როგორც სენატორი აღნიშნავს, ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან, კონკურენტულ და პლურალისტურ გარემოში ჩატარდა, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება.

„ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ. ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით“ - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

მისივე თქმით, ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობის მთავარი საყრდენი საერთო ღირებულებები და დემოკრატიული პროგრესია.

„შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებას, და საქართველოს მიღწევები მის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და გლობალური პოზიციების კუთხით, დემოკრატიული პროგრესის შედეგია. მე მოველი ჩვენ ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობას, რათა ორმხრივი პარტნიორობა გავაცოცხლოთ და განვაახლოთ იმპულსი დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, - ამბობს კარდინი. ამასთან, სენატორი იზიარებს თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადი არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო.