არჩევნები 2021

სტატისტიკური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით

ცესკოს შენობა
1633608045
დაკოპირებულია

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს, 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილია და ამ დროისთვის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში ასახულია 1702 საჩივარი. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს სულ 561 საჩივარი. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ საჩივრებს - კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 1141 საჩივარი წარადგინეს. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას შეეხება 825 განცხადება/საჩივარი, ხოლო დანარჩენი უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.

„კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 კალენდარული დღის ვადაში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები, სადაც განიხილება საჩივრები, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში დასრულდა კიდეც განხილვის პროცესი.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვების შედეგების თაობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც თავის მხრივ საჩივარს მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

1635317307

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932
საუკეთესო შეთავაზებები
სამსუნგის ჰოლოგრამიან
სმარტფონებზე

მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიც...

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

იოსებ ხახალეიშვილი: ნინო ბურჯანაძის გამო...

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.