მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“ - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი - Pia.ge

„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ვინმეს საზეიმოდ აქვს საქმე ოპოზიციაში, ეს ალბათ გახარიაა. იმიტომ რომ მან არაერთ ქალაქში, პირველ რიგში ზუგდიდში, ასევე, სხვაგან, იძია შური საკუთარ პარტიაზე წარმატებით და ის დაამტკიცა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წასართმევად და ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი საქციელი და ადამიანურად დასანანია. მინდა ყველა მის ამომრჩეველს, რომლებიც ჩვენი ამომრჩევლები იყვნენ, ვუთხრა, რომ იმედია ამ შედეგმა თქვენ თვალები აგიხილათ, რომ მან შური იძია „ქართულ ოცნებაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წასართმევად და მმართველი პარტიისთვის ზიანის მოსაყენებლად გამოვიდა.

„საინტერესოა, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს გახარია საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში. ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“. იმედი მაქვს, რომ მისი ამომრჩეველი ბრძენი ამომრჩეველია, იქ არიან პატივსაცემი ადამიანები, ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, ვინც დაუბრუნდებიან საკუთარი პარტიის მხარდაჭერას, რადგან ჩვენ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს განვითარების შესაძლებლობა. დამერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი საქმე“, - აცხადებს წულუკიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 წინასწარი მონაცემებით ბათუმისა და ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა

👉 „ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“ - კობახიძე გახარიაზე

👉 „დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი

👉 „გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“ - სოსო ცინცაძე