მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვის დაუჭერს მხარს მეორე ტურში ანა დოლიძე?

ანა დოლიძე

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ თბილისის მერის არჩევნებში მე-4 ადგილი აიღო. მეორე ტურის წინ კი ისაუბრა, თუ ვის დაუჭერენ მხარს 30 ოქტომბერს, რის შესახებაც საკუთარ აზრს პარტიის წევრებთან და ამომრჩევლებთან ფართო კონსულტაციის შემდეგ დააფიქსირებს.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მეორე ტურში მათ მხარდამჭერებს მნიშვნელოვანი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი.

„ჩვენ გვინდა შეექმნათ ახალი პოლიტიკა საქართველოში, ვთავაზობთ ჩვენს წევრებს, ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციებს.

ჩვენ დავუკავშირდებით პარტიის თითოეულ წევრს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩავატარებთ კვლევებს, როგორც პირადად, ასევე, სოციალური ქსელის დახმარებით, რათა გავიგოთ საზოგადოების შეხედულება თუ როგორ უნდა მოიქცეს პარტია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“ - აშშ-ს საელჩო

✔️„დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი

✔️„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში“- გიორგი გახარია