მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

დაპირისპირება ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში

ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის წევრები მივიდნენ, დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები 4 უბანზე ხმების გადათვლას აპროტესტებდნენ, რის შედეგადაც ენმ-ის საკრებულო მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი დამარცხებულად გამოცხადდა.

ოპოზიციის წევრები კომისიის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ შენობაში მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მედიის თანამშრომლებს საოლქო საარჩევნო კომისია ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მამუკა წოწერია და ანზორ მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება საკრებულოს, უმრავლესობა პირველი ტურის შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ზუგდიდში ღამით ხმები გადათვალეს და ჩვენი მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს“ - ნიკა მელია (ვიდეო)