ბიზნესი

5 ნაბიჯი ლამინატის სწორად შესარჩევად

 5 ნაბიჯი ლამინატის სწორად
შესარჩევად
1633939725
დაკოპირებულია

თანამედროვე ლამინატი ერთ-ერთი პოპულარული, უნივერსალური და იაფი საფარია სახლისა და ოფისის იატაკისთვის. ამ მასალის შეძენისას სწორი არჩევანის გასაკეთებლად სულაც არ არის საჭირო, ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. არადა, ამ არჩევანის წინაშე დღეს ბევრი ჩვენგანი დგას, ვინაიდან რემონტების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის.

სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვას“ მენეჯერები კვალიფიციურ რჩევებს აძლევენ მომხმარებლებს, რათა ზუსტად ის ლამინატი შეიძინონ, რომელიც მათ სივრცეში ყველაზე პრაქტიკული იქნება, ფართობის დანიშნულებიდან გამომდინარე. მოდით, გადავხედოთ „ნოვას“ კონსულტანტების რჩევებს და იმ მითებსაც, რომლებიც ლამინატს უკავშირდება.

5 ნაბიჯი ლამინატის ასარჩევად:
1. უცვეთელობის კლასი;
2. სისქე და მისი თავისებურებები;
3. რომელი მწარმოებელი შევარჩიოთ;
4. დაგება თბილ იატაკზე;
5. 5 მითი ლამინატის შესახებ.

უცვეთელობა
მაშ ასე, დავიწყოთ უცვეთელობის კლასით. „ნოვაში“ წარმოდგენილია სხვადასხვა კლასის ლამინატები.
მათ შორის 31 და 32 კლასის ლამინატი საცხოვრებელ ფართებზეა გათვლილი, სადაც დაბალი და საშუალო ინტენსივობის გამავლობაა. ესაა საძინებელი, მისაღები ოთახი, დერეფანი, სამზარეულო, ბავშვის ოთახი და სხვ.
33 და 34 კლასები – განკუთვნილია ოფისებსა და კომერციულ ფართებში დასაგებად, სადაც იატაკზე დიდი დატვირთვა მოდის.

„ნოვას“ კონსულტანტები გვირჩევენ, რომ, სანამ ლამინატის კლასს მივაქცევდეთ ყურადღებას, ჯერ მასალის სიმკვრივეს, სისქესა და ზედაპირის დამუშავების ხარისხს დავაკვირდეთ. ეს იმიტომ რომ სხვადასხვა მწარმოებლების 32 და 33 კლასის ლამინატებს შესაძლოა, სიმკვრივის თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდეს.

სიმკვრივე და სისქე
ეს პარამეტრები კომპლექსურ განხილვას საჭიროებს. ყველაზე სქელი ლამინატი სულაც არ ნიშნავს ყველაზე კარგს.
„ნოვას“ დახლებზე წარმოდგენილი ლამინატების სისქე 7-დან 12 მილიმეტრამდეა. რაც უფრო სქელ ლამინატს დააგებთ, მით უფრო ნაკლები იქნება ქუსლებით სიარულის, ან რაიმე ნივთის დავარდნის ხმა. სქელ ლამინატზე სიარული უფრო სასიამოვნოა და ის მეტადაც წააგავს ნატურალური ხის იატაკს.

რაც შეეხება ლამინატის ფილების სიმკვრივეს, ის თქვენი ფართის დანიშნულების შესაბამისად უნდა შეირჩეს. მაგალითად, სამზარეულოსა და დერეფნისთვის 900-გრამიანი და მეტი სიმკვრივის მასალა უნდა შეიძინოთ.
ასევე, გასათვალისწინებელი გაქვთ ნესტ- და წყალგამძლეობა. „ნოვაში“ ძირითადად ცვილით დამუშავებული ლამინატები იყიდება, რაც ძალიან კარგად იცავს მას სინესტისგან.

მწარმოებლის შერჩევა
„ნოვაში“ წარმოდგენილი ლამინატები ევროპული სტანდარტებით მომუშავე საწარმოებშია შექმნილი. ეს საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაშია დისლოცირებული – როგორც ევროკავშირში, ისე თურქეთში, ჩინეთსა და სხვაგან. ამ შემთხვევაში ISO სერტიფიკატი წარმოების მაღალი ხარისხის გარანტად გვევლინება.

თბილი იატაკი და ლამინატი
თბილ იატაკზე ლამინატის დაგებას თუ გეგმავთ, „ნოვას“ სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გთავაზობენ:
· ლამინატი მხოლოდ წყლითა და ელექტროენერგიით გამთბარ იატაკებზე უნდა დააგოთ;
· იატაკის ქვეშ აუცილებლად დააგეთ სპეციალური საფენი;
· დააყენეთ თერმორეგულატორი და იატაკი 27 გრადუსზე მეტად არ გაათბოთ. იატაკის გათბობა და გაგრილება თანდათანობით უნდა მოხდეს, რათა უეცრად არ შეიცვალოს ტემპერატურა;
· თბილი იატაკისთვის რაც შეიძლება თხელი ლამინატი შეარჩიეთ, რადგან ეს მასალა მაღალი თბოგამტარობით ხასიათდება.

ახლა კი მითები დავანგრიოთ

„ლამინატის ყველა ფიცარზე ერთი და იგივე ნახატი მეორდება“.

არც მთლად ასეა. თუ „ნოვას“ დახლებზე წარმოდგენილ თანამედროვე კოლექციებს გადავხედავთ, თითოეულ პარტიაში ბევრ უნიკალურ ნახატს შეხვდებით, რათა იატაკი უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს - https://nova.ge/

„ლამინატის დაგება სამზარეულოსა და დერეფანში არ შეიძლება“.
ეს მოძველებული მოსაზრებაა. წარმოების ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ ცვეთა- და ნესტმედეგი ლამინატის დაგება თავისუფლად შეიძლება სამზარეულოშიც და დერეფანშიც.

„ლამინატი ძალიან ხმაურიანი საფარია, რასაც ვერაფერს მოუხერხებ“.
სპეციალური საფენებისა და სისქის მეშვეობით მარტივად ხდება ხმაურის ჩახშობა.

„თუ ლამინატი დაზიანდება, ან დაიკაწრება, მთელი იატაკის შეცვლა მომიწევს“.
დღეს უკვე არსებობს სარესტავრაციო ცვილი და დაზიანებული ლამინატის შეკეთებისთვის 30 წუთიც საკმარისია.

ეს რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილია. თუ ხარისხიანი ლამინატის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, სხვა დეტალებზე უკვე „ნოვას“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები გაგესაუბრებიან. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მასალის ყიდვა მეგაცენტრში ონლაინრეჟიმშიც შესაძლებელია.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

1635318840

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

1635317307
თურქული დრონი

უკრაინამ პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ Ba...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ნინო ბურჯანაძის გამო...

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.