ბიზნესი

500 000 ყაზახი ტურისტი საქართველოში - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ახალი გამოწვევა

ყაზახურ-ქართული
ეკონომიკური გაერთიანების
ღონისძიება
1633696952
დაკოპირებულია

„საქართველო გამსვლელი ტურისტების მხოლოდ 1%-ს ითვისებს, მაშინ როცა ქვეყანას ყოველწლიურად ამ ნაკადის გახუთმაგების პოტენციალი გააჩნია“.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“ გაიმართა.

შეხვედრის მიზანს, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტორების, ასევე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ტურისტული კერძო სექტორის გამოცდილება ყაზახ ტურისტებთან მიმართებით, ტურისტული პროცესების ჯაჭვის გამართულობის მნიშვნელობა საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას და თითოეული რგოლის შესაძლებლობები. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზე, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა.

საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყანაში 103 000-ზე მეტი ყაზახი ვიზიტორი შემოვიდა. კერძო სექტორში მიიჩნევენ, რომ მაღალმხარჯველუნარიანობისა და დიდი პოტენციალის გამო ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა საქართველოსთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზრად უნდა იქცეს.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ყაზახი ტურისტების ნაკადის დინამიკამ ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. უნდა შემუშავდეს ისეთი სამოქმედო გეგმა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სისტემურად ავითვისოთ ამ ქვეყნის პოტენციალი. ყაზახეთიდან ყოველ წლიურად გადის 10 მილიონი ტურისტი, ხოლო 2019 წელს საქართველოში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც გამსვლელი ტურისტების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, ყაზახურ ტურიზმს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უნდა ვიმსჯელოთ ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც უახლოეს 3-4 წელიწადში ამ ნაკადს გაახუთმაგებს და ამ ნიშნულს სტაბილურად შეინარჩუნებს.

საქართველო ყაზახეთისთვის ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც ბალნეოლოგიური მიმართულება. თუმცა, დღეს ასეთი ინფრასტრუქტურა არასაკმარისია. თუ დავისახავთ მიზნად, რომ ყაზახი ვიზიტორების რაოდენობით უნდა ავიდეთ ნახევარ მილიონამდე, აუცილებლად განსავითარებელია მსგავსი მიმართულებაც. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ რეგიონში პოზიციონირდეს გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით.

ყაზახეთი თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. მისი სამ საათიანი გადაფრენის რადიუსში საქართველო, ფაქტობრივად, უკონკურენტოა მისი გარემო პირობების და ხელმისაწვდომობით. საქართველოში ყაზახები უფრო შინაურულად გრძნობენ თავს, რადგან არ აქვთ ენობრივი ბარიერი და ბევრია კულტურული მსგავსებაც“, - განაცხადა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა.

მისივე განმარტებით, ყაზახი ტურისტები საქართველოში საშუალოდ 7 დღეს ატარებენ.

„ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ყაზახები შედიან მაღალმხარჯველუნარიანების რიგში. უტოლდებიან ტურისტებს, როგორიც არიან გერმანელები, პოლონელები და ებრაელები. საქართველოში ისინი საშუალოდ 7 დღის განმავლობაში რჩებიან. რჩებიან სასტუმროებში და რა თქმა უნდა, მოფრინავენ თვითმფრინავით, რადგან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს. სწორედ ეს მაჩვენებლები გვაძლევს მოტივაციას, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ მიმართულებას. პირველ რიგში უნდა დეტალურად შევისწავლოთ ამ სეგმენტის საჭიროებები და შემდეგ ისე უნდა განვახორციელოთ მიზნობრივი პროგრამები, რომ ერთი მხრივ ნაკადი გავზარდოთ და მეორე მხრივ, ლოიალობა შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.

როგორც ირკვევა, კერძო სექტორისთვის ყაზახეთი ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ბაზარია. როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი, გიორგი მარრი განმარტავს, სახელმწიფომ ყაზახეთში საქართველოს გარეკლამებისთვის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

„ყაზახეთის ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტები ჩამოდიან. მას შემდეგ, რაც ყაზახეთიდან ყოველდღიური რეისები დაინიშნა, ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აქ საუბარია ბიზნესტურიზმზეც, რომლის პერსპექტივაც საქართველოს აქვს და სამწუხაროდ, ამ მიმართულებაზე ბოლო წლებში ნაკლები აქცენტი კეთდება. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი სეგმენტია ტურიზმისთვის. ბიზნესტურიზმის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. საჭიროა საგამოფენო, საკონფერენციო ცენტრების გაკეთება. ეს მთავრობასთან ერთად არის განსახილველი. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანია რეკლამის გაკეთება ყაზახეთის ბაზარზე.

ყაზახური ბაზარი, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის არ არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ უნდა გახდეს, რადგან ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სწორი მიდგომით შესაძლებელია ბევრად უფრო მეტი მოგების მიღება“,- განაცხადა მარრიმ.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ კვლევის შედეგებით, 2011-დან 2019 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობამ, წელიწადში, საშუალოდ 25,9%-ით არის გაზრდილი. 2020 წლის ჩათვლით საქართველოში ყაზახეთიდან ტურისტებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით, Air Astana-თი შეეძლოთ ჩამოსვლა, 2021 წელს კი დაემატა დაბალბიუჯეტური Fly Arystan, რომლითაც ყაზახ ტურისტებს საქართველოში ფრენა შედარებით დაბალ ფასად უკვე 4 ქალაქიდან შეუძლიათ.

შეხვედრაზე ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ საქართველოს ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Fly Arystan-ის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას.

„Fly Arystan-მა წელს დაიწყო საერთაშორისო ფრენები და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ავიაკომპანიამ პირველი საერთაშორისო რეისი შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენ გვაქვს ფრენა ყაზახეთის 4 ქალაქის მიმართულებით. ბოლო პერიოდში, შეიმჩნეოდა დასავლეთ ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა, რის გამოც მომავალ წელს ჩვენ განვიხილავთ რეისების რაოდენობის გაზრდას კონკრეტულად დასავლეთ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, - აღნიშნა კამილა ჟაილაუბაევამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ყორიაულმა, საქართველოში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვიღებდით მონაწილეობას ყაზახეთში არსებულ მნიშვნელოვან გამოფენებში, გვქონდა ბევრი B2B ღონისძიება, ასევე საკმაოდ საინტერესო პრესტური, როგორც ტუროპერატორებისთვის, ასევე, ცნობილი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის.

წელსაც, ავიაკომპანიასთან ერთად ვგეგმავთ გავმართოთ ასეთი ტიპის ღონისძიებები. მომავალი წლისთვის ყაზახეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული, რომ ჩავატაროთ სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება, რადგან ვხედავთ ზრდას, გვაქვს უფრო მეტი პირდაპირი ფრენა, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას. ვიაზრებთ, რომ ცნობადობა დიდია, ამიტომ გვინდა აქცენტი გავაკეთოთ არსებულ და ახალ სერვისებზე, რომელიც იქნება აქტუალური მათთვის და ვეცდებით მაქსიმალურად მოვერგოთ მათ მოთხოვნებს“, - განმარტა თამარ ყორიაულმა.

ღონისძიების მონაწილეებმა მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზეც ისაუბრეს, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა. დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა ყაზახი ტურისტების მოთხოვნებისა და საჭიროებების სიღრმისეული კვლევის საჭიროება, რის საფუძველზეც უნდა დაიგეგმოს შესაბამისი ტურისტული სტრატეგია, რაც მოიცავს საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, სერვისების გაუმჯობესებას.

ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ნაკადის ზრდის მიმართულებით, სერვისის გაუმჯობესების გარდა, სხვა ერთობლივი ღონისძიებებია გასატარებელი, მათ შორის, მიზნობრივი მარკეტის მოწყობა ყაზახეთში და ა.შ. ეს მოასწავებს ყოველწლიურად 500 000 ყაზახ ტურისტი საქართველოში, რაც გამსვლელი ტურისტების 5%-ს შეადგენს.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.