მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაბეთი“ - სპორტის განვითარებისთვის

აჭარაბეთი სპორტის განვითარებისთვის

კომპანია „აჭარაბეთი“ ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით კომპანიამ ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი წარადგინა, სადაც სპორტის მიმართულებით მათი ყველა მიმდინარე აქტივობაა გაერთიანებული.

„აჭარაბეთი“ არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. „აჭარაბეთისთვის“ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამ დროისთვის კომპანიას 10-ზე მეტი საპატიო ელჩი ჰყავს, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის არიან: გიგა ჭიკაძე,ილია თოფურია, თორნიკე ქიმაძე, ლაშა შავდათუაშვილი, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირმა ხეცურიანი, სტელა ანდრიუკი, ნინო ოძელაშვილი, ზაზა ნადირაძე, ავთო კენჭაძე, ნიკა კენჭაძე და ა.შ.

ინფორმაციისთვის, „აჭარაბეთმა” ქართული სპორტის დასახმარებლად უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 8 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ამ ხნის განმავლობაში, 10 -ზე მეტ ფედერაციასთან და სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.