ბიზნესი

ახალგაზრდა მოხალისეების მოწოდება თანატოლებს: მე ვერთვები „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტში, ჩაერთე შენც!

ახალგაზრდა მოხალისეების
მოწოდება თანატოლებს
1634205459
დაკოპირებულია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა“ მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში იმ ციფრული უნარების განვითარება, რომელიც მათ მომავალში სოციალური ცვლილებების მიღწევასა თუ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

ახალ პროექტს „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეები, ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის მონაწილეები ეხმიანებიან და თანატოლებს პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებენ. მათ შორისაა თემო ხოჯაშვილიც.

თემოს აზრით მოზარდებისთვის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გზა ასეთი პროექტებია. პროექტები, საიდანაც შესაძლებელია დიდი ცოდნის მიღება და შემდეგ ცხოვრებაში გამოყენება.

„ყველა ჩემს თანატოლს, აქტიურ თუ პასიურ მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ და არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებისათვის მეტად მნიშვნელოვანი, საინტერესო და აუცილებელიც კი არის. განსაკუთრებით დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში, როცა კოვიდ პანდემია ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

ჩვენ ვცხოვრობთ მას კომუნიკაციის ეპოქაში, სადაც, არსებული ტექნოლოგიური რესურსების მეშვეობით, დეზინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ჩვენს განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ამიტომ, ასეთ პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, მით უმეტეს, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. მე ვერთვები „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტში, ჩაერთე შენც!“,- ამბობს თემო.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა. კონკურსი მონაწილეთა შესარჩევად 6-დან 16 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.

„ჰელფინგ ჰენდი“ პროექტს საჯარო სკოლებთან და უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმართავს და WACC-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/BHYGoeCYXQNoDwNp9

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.