მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ უსანეთაშვილი ვითიბი ყაზახეთის კორპორაციული ბიზნესის დირექტორი - დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

არჩილ უსანეთაშვილი ვითიბი ყაზახეთის კორპორაციული ბიზნესის  დირექტორი - დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

2021 წლის 6 სექტემბრიდან, არჩილ უსანეთაშვილმა, ვითიბი ყაზახეთის კორპორაციული ბიზნესის განვითარების დირექტორის - დირექტორთა საბჭოს წევრის, თანამდებობა დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, უსანეთაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე, საქართველოში, ვითიბი ბანკის კორპორაციული ბიზნესის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ვითიბი საქართველო არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში. მიხარია, რომ ამ ბანკის გუნდის წევრი ვიყავი და ბანკში ჰყოფნის პერიოდში ვითიბი საქართველოს კორპორაციული მიმართულება, ჯგუფის მასშტაბით, მოწინავე ადგილს იკავებდა წლების განმავლობაში“, - განაცხადა არჩილ უსანეთაშვილმა.