ბიზნესი

აწსუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე „სემეკის აუდიტორია” გაიხსნა

აწსუ-ს ენერგეტიკის
ფაკულტეტზე „სემეკის
აუდიტორია” გაიხსნა
1631794154
დაკოპირებულია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) რექტორმა, როლანდ კოპალიანმა უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე სემეკის აუდიტორია გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, აწსუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აღნიშნულ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სემეკის ორგანიზებითა და დაფინანსებით აუდიტორია აღიჭურვა სწავლის პროცესისათვის საჭირო სხვადასხვა საგნებით. ამასთანავე, სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა და აუდიტორიაში განთავსდა ნეტო აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის, ასევე ქსელიდან ელექტროენერგიის მოხმარების სრულ ციკლს.

„რამდენიმე თვის წინ, ჩემი ვიზიტისას აწსუ-ში, ენერგეტიკის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შევპირდი, რომ უნივერსიტეტს ექნებოდა თანამედროვე და სწავლის პროცესისათვის მნიშვნელოვანი საგნებით აღჭურვილი აუდიტორია. დღეს შევასრულე პირობა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადავეცით ის საგნები, რომლებიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება ცოდნის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. გადავეცით ნეტო აღრიცხვის მაკეტი. ეს არის უნიკალური მაკეტი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით. მაკეტზე მიმდინარე პროცესის სინქრონულად პროგრამა ასახავს ელექტროენერგიის გამომუშავების, მოხმარებისა და ქსელში მიწოდების სრულ ციკლს. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების ჩამოყალიბებას და ყველა იმ უნივერსიტეტში, რომელსაც გააჩნია ენერგეტიკის ფაკულტეტი სწავლის პროცესი გავხადოთ უფრო საინტერესო და ენერგეტიკაში უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ “, - განაცხადა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.