ბიზნესი

BETEK FAYFIKS კითხვებს არ ტოვებს – წებოცემენტი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის

BETEK FAYFIKS კითხვებს არ ტოვებს –
წებო-ცემენტი ინტერიერისა
და ექსტერიერისთვის
1631951336
დაკოპირებულია

კერამიკული თუ კერამოგრანიტის ფილების შერჩევის შემდეგ მთავარი საკითხია, რომელი წებოცემენტით უნდა დაიგოს ის. „ნოვაში“ წარმოდგენილია წებოცემენტი BETEK FAYFIKS, რომელიც საუკეთესოა როგორც იატაკზე, ისე კედელზე ფილების გასაკრავად.

წებოცემენტის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ „ნოვას“ პროფესიონალ კონსულტანტებს, რათა უნებლიე შეცდომებისა და, შესაბამისად, ზედმეტი დანახარჯებისგან თავი დაიზღვიოთ. კონსულტანტს აუცილებლად უნდა უთხრათ, სად აპირებთ წებოცემენტის გამოყენებას – ინტერიერში თუ ექსტერიერში. თუ, მაგალითად, ტერასაზე აპირებთ კერამოგრანიტის დაგებას, ამ შემთხვევაში აუცილებლად ყინვაგამძლე წებოცემენტი BETEK FAYFIKS TA-15 უნდა შეიძინოთ; თუ ინტერიერში გეგმავთ სამუშაოებს, ამ შემთხვევაში სტანდარტული BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ და მას თითქმის ნახევარ ფასად შეიძენთ.

კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ადამიანები ხშირად უშვებენ, რაოდენობის არასწორი გათვლაა. კონსულტანტს აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, სამუშაოების ჩასატარებელი ფართობის ზომის შესახებ. მაგალითად, ინტერიერში კერამოგრანიტის იატაკს აგებთ 100 კვ/მ ფართობზე, ხოლო ტერასის ფართობი, რომელიც ასევე მოსაპირკეთებელია, 50 კვ/მ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტულ პირობებში ერთი ტომარა წებოცემენტი (25 კგ) 4-5 კვ/მ ფართობს ფარავს, ინტერიერისთვის 20-25 ტომარა BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ, ხოლო ტერასისთვის – 10-12 ტომარა BETEK FAYFIKS TA-15. თუმცა, ეს რაოდენობრივი სტანდარტი შეიძლება არ იყოს საკმარისი მოსაპირკეთებელი ზედაპირის მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც უფრო სწორია ზედაპირი, მით ნაკლები წებოცემენტი იხარჯება.

რაში და როგორ ვიყენებთ

მიუხედავად საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა, BETEK FAYFIKS ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. აუცილებელია კარგად და სწორად იყოს მომზადებული ბაზა (კედელი, მოჭიმული იატაკი), რომ BETEK FAYFIKS-მა საქმე იდეალურად შეასრულოს.

მაშ ასე, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ დასამუშავებელი ზედაპირი მყარი, მშრალი და სუფთაა. ასევე, მაქსიმალურად უნდა მოასწოროთ შესაღები არეალი. წებოცემენტის წასმამდე ზედაპირი წყლით უნდა გაჟღინთოთ, რათა მასალა უკეთესად შეწებდეს.

წებოცემენტის მოსამზადებლად საჭიროა შესაბამისი ზომის ჭურჭელი, რომელშიც ჯერ 5,5-6,5 ლიტრი წყალი უნდა ჩაასხათ და შემდეგ ნელ-ნელა დაამატოთ 25 კგ FAYFIKS. სრულად გაზავების შემდეგ 5 წუთი უნდა გააჩეროთ, ხოლო ფილებსა და ზედაპირზე წასმამდე კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში უნდა მოზილოთ. მომზადებული ულუფის გახარჯვის რეკომენდებული ვადაა 20 წუთი.

  • დიდი ზომის ფილების დაგების შემთხვევაში წებოცემენტი უნდა წაუსვათ როგორც მოსაპირკეთებელ ზედაპირს, ისე ფილის უკანა მხარეს.
  • ფილების სწორად დაგებისთვის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფილების ჯვარედინი გამყოფები.
  • ინტერიერში სამუშაოების შესრულების დროს რეკომენდებული ტემპერატურაა +5–30 °C.

რაც შეეხება შენახვას, გაუხსნელი ტომარა 6 თვის განმავლობაში ინახება გრილ ადგილზე, სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ მისი გამოყენება, საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ კი ის გარკვეულ თვისებებს კარგავს და უმჯობესია მისი უტილიზაცია დადგენილი ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია ვადაგასული წებოცემენტის გადაგდება ნაგვის ურნაში, ამას შესაძლოა დაჯარიმებაც მოჰყვეს.

მოარიდეთ ბავშვებს და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები

წებოცემენტი არ უნდა მოგხვდეთ თვალში, რადგან თვალის გარსის მწვავე გაღიზიანებას იწვევს. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ფხვნილი თვალებში შეგეყარათ, დაუყოვნებლივ და ხანგრძლივად დაიბანეთ წყლით. წებოცემენტი ისეთ ადგილზე უნდა შეინახოთ, სადაც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ. არ უნდა შეისუნთქოთ წებოცემენტის მტვერი. ამისთვის საკმარისია ჩვეულებრივი პირბადეც, რომელიც პანდემიის გამო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082784

„ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082598
ელენე ხოშტარია

„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის...

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა რუსთავში მომხდარ ინციდენტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ცუდი სანახავ...

„ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება  დამატე...

„თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.