მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სია გამოაქვეყნა

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახი

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სემ უოლტონმა Walmart 1962 წელს დააარსა. ამჟამად ქსელს ათზე მეტი მაღაზია აქვს მთელ მსოფლიოში და წლიური შემოსავალი 559 მილიარდ დოლარს აღემატება. უოლტონის ოჯახი კომპანიის 48%-ს ფლობს.

Bloomberg-ის ათეულში ასევე შედის:

➡️ მარსის ოჯახი, რომელიც ფლობს მარსის პროდუქტების მწარმოებელს, ქონებით თითქმის 142 მილიარდი დოლარი;

➡️ კოხის ოჯახი არის ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues მფლობელი. მათი ქონება 124,4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული

➡️ ჰერმის ოჯახი, რომელიც ფლობს ფრანგულ მოდის სახლს Hermes, 111,6 მილიარდი დოლარით

➡️ საუდის არაბეთის მმართველი დინასტიის - ალ საუდის ოჯახი -100 მილიარდის ქონებით

➡️ ამბანის ოჯახი არის ინდური ნავთობჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელი. მათი ქონება 93,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული

➡️ ვერტჰაიმერის ოჯახი, რომელიც ფლობს ფრანგულ მოდის სახლს Chanel-ს, ქონებით 61,8 მილიარდი დოლარი

➡️ ჯონსონის ოჯახი - ამერიკული მენეჯმენტის კომპანიის Fidelity Investments– ის მფლობელები - 61.2 მილიარდი დოლარით;

➡️ ტომსონის ოჯახი არის მედია კომპანია ტომსონ როიტერის მფლობელი. მათი ქონება 61.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული

➡️ ბორინგერის ოჯახი გერმანიიდან, რომელიც ფლობს გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია Boehringer Ingelheim- ს, 59.2 მილიარდი დოლარით.

ასევე 25 უმდიდრეს ოჯახს შორის არის გერმანული ფასდაკლების მაღაზიათა ქსელის Aldi-ის მფლობელი ალბრეხტის ოჯახი, ფრანგული თვითმფრინავების მწარმოებელი Dassault Systemes - Dassault ოჯახი, BMW-ს კონცერნისა და „ფერეროს“ მფლობელი - ქუანდტის ოჯახი.

სიაში მყოფი ლიდერების საერთო ქონება 1,7 ტრილიონ დოლარად შეფასდა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია.