მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ კურორტ ბახმაროსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ენერგო-პრო ჯორჯია კვლავ მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების ათეულშია

სახელმწიფო დაფინანსებით, სრულად განახლდა ელექტროქსელი, რომელიც ბახმაროს ამარაგებს ელექტროენერგიით. ყველა მომხმარებელს დაუმონტაჟდა მაღალი კლასის ინდივიდუალური მრიცხველი. აღნიშნულ ინფორმაციას სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იმისათვის, რომ კომპანიის ბილინგის ბაზაში, აბონენტების ინდივიდუალურად რეგისტრაცია მოხდეს, მცხოვრებლებმა წერილობით უნდა მომართონ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნებისმიერ ფილიალს თუ მომსახურების ცენტრს საქართველოს მასშტაბით და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

„ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამორიცხვის მიზნით, სასურველია ყველა დამსვენებელმა, კომპანიაში განცხადების შემოტანა განახორციელოს 15 ივნისამდე, საკურორტო სეზონის დაწყებამდე. აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კითხვებისთვის ყველას შეუძლია დაუკავშირდეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზს 0322471707“, - ნათქვამია ინფორმაციაში.