ბიზნესი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ PechaKucha ღონისძიება გაიმართება

გაეროს ქალთა
ორგანიზაციის
მხარდაჭერით, თემაზე
„ქალები თანასწორი
ბიზნესისთვის“ PechaKucha
ღონისძიება გაიმართება
1623397445
დაკოპირებულია

დღეს, 18:00 საათზე სასტუმრო „სტამბაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას PechaKucha ფორმატით გაუზიარებენ.

თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში პოპულარული პლატფორმა PechaKucha Night, რომელიც არაფორმალურ გამოსვლებს აერთიანებს და თბილისში უკვე მეთოთხმეტედ ტარდება, ამჯერად თემას „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ მიეძღვნება.

ღონისძიებაში 6 ქართველი მეწარმე ქალი მონაწილეობს. თითოეული მათგანი საკუთარ 6-წუთიან პრეზენტაციაში, საქმიანობის წარდგენასთან ერთად, სტუმრებს უამბობს, თუ რატომ არის თემა „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ მნიშვნელოვანი, აქტუალური, საინტერესო და შთამაგონებელი.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა. მონაწილეებს შორის არიან თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარი ქალებიც.

PechaKucha Nights არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ნოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებზე, პროექტებსა და ნამუშევრებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება.

ღონისძიების ფორმატი მონაწილეებისგან 20 ვიზუალისგან შემდგარი პრეზენტაციის წარდგენას ითვალისწინებს, თითოეულზე სასაუბროდ კი მათ მხოლოდ 20 წამი აქვთ.

საქართველოში PechaKucha Nights 2018 წლიდან ტარდება. 11 ივნისის ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სტარტაპ ბიურო, მხარდამჭერები კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და თიბისი ბიზნესისთვის არიან.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2017 წლიდან მუშაობს. ეს საქმიანობა ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპების წახალისებას, მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, მცირე გრანტების გაცემასა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. PechaKucha Night-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

1623743191

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირება განიხილება, რაც ნიშნავს იმას რომ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და აცრილი პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.

1623743147

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სოფელ ერგნეთში ჩავლენ, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება.

1623741867

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623741518
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე - ეს თე...

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველი უნდა შესულიყო და შევიდეს, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა. ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გახარიაზე - საბოლოო ჯამშ...

„ამხელა მხარდაჭერა არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია ბოლო წლების განმავლობაში, გიორგი გახარიას რომ ჰქონდა. მთელი გუნდი იდგა მის გვერდით, მისი იმიჯის გაუმჯობესებაზე, პოლიტიკურად მის გვერდში დგომაზე ვზრუნავდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის...

პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, მოეწყო და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სადამკვირვებლო სადგურები, რომლებიც ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (წყლის დონე, დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) შესახებ უწყვეტ მონიტორინგს და მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე - „ირაკლი ღარიბაშვილის ფ...

„ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ მარტივად მოვახერხეთ ვითარების გარდატეხა 2021 წლის 18 თებერვალს, გამომდინარე მისი წარსულიდან და იმიჯიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მავარი არხის“ ეთერში განაცხადა.