ბიზნესი

გალტ & თაგარტი Global Banking & Finance Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა

გალტ & თაგარტი Global Banking & Finance
Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100
საუკეთესო კომპანიის
ნომინაციაში
გამარჯვებულად დასახელდა
1604661421
დაკოპირებულია

6 ნოემბერი 2020 - საერთაშორისო გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ გალტ & თაგარტი The Next 100 Global Awards 2020-ის გამარჯვებულად დაასახელა. ეს ნომინაცია ავლენს ყველაზე საინტერესო, ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნესებს მსოფლიოს მასშტაბით. ჯილდო სწორედ იმ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც მუდამ მზად არიან მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების თუ სერვისების მიწოდება უზრუნველყონ. ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გალტ & თაგარტ-მა ორი ჯილდო სხვადასხვა კატეგორიებში - საბროკერო მიმართულებით და საინვესტიციო საბანკო მიმართულებებით მიღწეული წარმატებისათვის მოიპოვა.

„მოხარული ვართ, რომ Global Banking & Finance Review-მ გალთ & თაგარტი მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე ინოვაციურ და პერსპექტიულ კომპანიას შორის დაასახელა. პროგრამის ფარგლებში 2 ჯილდო საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით მოგვენიჭა. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და კვლავ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review (https://www.globalbankingandfinance.com/) წამყვანი ონლაინ და ბეჭდვითი ჟურნალია, რომელიც საბანკო, საბროკერო, დაგროვილი ქონების და სხვა საინვესტიციო მიმართულებით უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყობს. მას 200-ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. მკითხველთა შორის არიან დიდი საერთაშორისი კომპანიების აღმასრულებელი პირები, ფინანსური ინსტიტუტები, ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები და ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული პირები.

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

1634390928

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1634390346

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462
ნატო-ს გენერალური მდივნის
თანაშემწე

საქართველოში ნატოს გენმდივნის ახლად დანიშნული...

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფო...

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1634380049
ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ე...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.