მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გასართობი სივრცე ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის - ვითიბი ბიზნესის #1ქომაგი

ილუზიების მუზეუმი

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში გასართობი სივრცე, ილუზიების მუზეუმი გაიხსნა, რომლის განკუთვნილი ქონების შესაძენად 700,000 ლარამდე სესხი გამოიყო. მუზეუმის კოლექცია შედგება 70-ზე მეტი ექსპონატისგან, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზე. სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით, ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს.

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. მუზეუმების როლი უდიდესია როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის.

ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც გასართობი და კომერციული ფორმატის მუზეუმები არ არსებობს, მნიშვნელოვანია „ილუზიების მუზეუმების“ გაერთიანების წევრობა, რადგან ეს არის უახლესი ფორმატის მუზეუმი, რომლის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩაჩხიანმა.

გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას