ბიზნესი

გრძელდება CSDC-ის კამპანია „ჩაერთე და ჩართე“ - მიუსაფარი ქალების დასახმარებლად

გრძელდება CSDC-ის კამპანია
„ჩაერთე და ჩართე“ -
მიუსაფარი ქალების
დასახმარებლად
1622635366
დაკოპირებულია

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა დაიწყო ფანდრაიზინგის კამპანიის: „ჩაერთე და ჩართე“ - მეორე ეტაპი. როგორც CSDC-დან გვაცნობეს, კამპანიის მიზანია COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა.

პროექტის პირველი ეტაპი გასულ წელს, პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად განხორციელდა, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) დაეხმარა 100-ზე მეტ ქალსა და მათ ოჯახებს; მომზადდა და გავრცელდა 24 ვიდეო-ისტორია; ფანდრაიზინგის კამპანიაში ჩაერთო 50 მოქალაქე და ორგანიზაცია; შემოწირულმა თანხამ შეადგინა 12 000 ლარზე მეტი; შედგა 30 შეხვედრა/დისკუსია; მომზადდა საჭიროებების კვლევა და რეკომენდაციები გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს;

სამწუხაროდ, რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების პირობებში, პანდემიის პარალელურად, უამრავი მარტოხელა ქალი ისევ საჭიროებს საზოგადოების დახმარებას და მხარდაჭერას.

კამპანიის საორგანიზაციო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია აქვს თითოეულ ბენეფიციართან, გრძელდება ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევა, მათი დახმარება და ხელშეწყობა.

მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ შეუერთდნენ კამპანიას სხვადასხვა გზით, პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მისწერეთ CSDC-ის სოციალურ ქსელში:
https://www.facebook.com/CSDC.ge/posts/4052744361406773

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი

Civil Society Development Center.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.