ბიზნესი

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელთა ვინაობა ცნობილია

გრეის ჰოპერის სახელობის
ჯილდოს მფლობელთა ვინაობა
ცნობილია
1622710400
დაკოპირებულია

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელები გუშინ თიბისი კონცეპტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ბანკის ცნობით, ჯილდო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს და იმ ორგანიზაციებს და პროგრამებს გადაეცათ, რომლებიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი.

გრეის ჰოპერის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, „მაშავის ცენტრთან“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში დააწესა და ის ექვს კატეგორიაში გაიცა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კატეგორიაში მომავლის ლიდერი წარდგენილი იყვნენ 18-დან 30 წლამდე გოგოები, რომლებიც ტექნოლოგიების დახმარებით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობენ ხელს. ამ ნომინაციაში გამარჯვებული ანა რობაქიძე, კომპანია Clientela-ს ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

ანამ ამერიკული გამოცდილებით საქართველოში დააფუძნა კომპანია Clientela, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კონგლომერატებთან. ანა 2018 წელს ფორბსის 30 Under 30-ის სიაში, ტექნოლოგიის კატეგორიაშიც მოხვდა.

კატეგორიაში ICT სფეროს ჩემპიონი წარდგენილი იყვნენ ისეთი ქალები, ვისაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია უჭირავთ და სხვებს კარგ მაგალითს აძლევენ.

გამარჯვებული IT Academy Step-ის ქართული ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძე გახდა. მაკა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. 2015 წელს მან დააარსა IT Academy STEP-ის ქართული ფილიალი, რომელიც აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიაში გაიმარჯვა Phubber-მა. ეს არის ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის პროდუქტები. კომპანიას მართავს ქალი და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა თუ ბიზნესმოდელების შექმნაში.

კატეგორია ქალების გაძლიერების პროგრამა გამოარჩევს იმ პროგრამას, პროექტს თუ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას უწყობს ხელს.

გამარჯვებული ამ ნომინაციაში გახდა ქალთა კოდირების სკოლა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) — ბიზნესისა და ტექნოლოგიების ამ პროგრამის მეშვეობით ქალები სხვადასხვა უნარს ითვისებენ — სწავლობენ Front და Back-end დეველოპმენტს, ხელოვნურ ინტელექტს, მანქანური დასწავლის პროგრამებს და სხვა საკითხებს. 5 წლის განმავლობაში პროგრამამ ტექნოლოგიურ სამეწარმეო ეკოსისტემაში 5000-ზე მეტი გოგო ჩართო.

კატეგორიაში მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია წარდგენილი არიან ორგანიზაციები, რომლებმაც ქალებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში თანაბარი, მრავალფეროვანი გარემო შექმნეს. ეს ჯილდო გადაეცა ჯეოლაბს, რომელიც სხვადასხვა სახის შეხვედრასა და ლექციას უწევს ორგანიზებას ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჯეოლაბს 2015 წლიდან აქვს სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა გოგონებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ სფეროში მათ მოტივირებას და გაძლიერებას.

ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი კი გახდა მაკო ქურთიაშვილი, Smart Academy-ის გენერალური მენეჯერი, Smart Web-ის მმართველი პარტნიორი, ნიკოლა ტესლას სკოლის თანადამფუძნებელი, HIRO-ს სტრატეგიული მრჩეველი. მაკო 2011 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 2018 წლიდან მაკო სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერია. 2020 წლიდან კი სასწავლო სივრცე ნიკოლა ტესლას სკოლა დააარსა, სადაც ბავშვებს განათლების მიღებაში უწყობს ხელს.

ბანკის თქმით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო საქართველოში წელს დაარსდა. გრეის ჰოპერი ამერიკელი პროგრამისტი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი, გამორჩეული მათემატიკოსი და წარმატებული საზღვაო ოფიცერი იყო.

ინფორმაციისთვის, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც ხორციელდება „მაშავის ცენტრსა“ და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.