ბიზნესი

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში

მექანიკოსი სატვირთოების
სამყაროში
1632393183
დაკოპირებულია

ამას წინათ ჰკითხეს - „ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და "კლუჩების" ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?“

ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო - ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვე რომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივს ამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე "კლუჩებს“ უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებით.

ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში ფეხი და უკვე რამდენიმე სატვირთო ავტომობილის მძღოლს მწყობრიდან გამოსული ელექტრობის სისტემა დამოუკიდებლად გაუმართა. კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი სალომე ჩხვიმიანი „თეგეტას“ სერვისცენტრში პროფესიონალ ოსტატებს შეგირდად უდგას და მათი საქმის ყურებით სწავლობს რთული სისტემების აგებულებასა და მათი შეკეთების ანბანს.

„პრაქტიკული სწავლება 9 აგვისტოს დავიწყეთ და ბოლო სამი დღეა უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტის დახმარება და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. ადრე რომ ყურებაში გადიოდა დრო, ახლა კეთებაც შემიძლია და ბოლო დღეებია ვეღარც ვგრძნობ საღამო როდის მოდის. არასოდესაა ერთი და იგივე საქმე გასაკეთებელი, ყველა ავტომობილს განსხვავებული აგებულება და პრობლემა აქვს - არცერთი დღე არ ჰგავს წინას.“

რუტინულ და მოსაბეზრებელ საქმეზე 23 წლის სალომე ჩხვიმიანს ვერავინ დაიყოლიებს. მესტიიდან თბილისში ჯერ როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ისე ჩავიდა, მალევე მიხვდა, რომ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი მისი მოწოდება არ იყო და უმაღლესი სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა. დაახლოებით ამავე დროს შეხვდა ინტერნეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ და „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ შეთავაზებას, სატვირთო ავტომობილის მექანიკოსის პროფესიის შესწავლაზე. ბევრი არ უფიქრია, თეგეტას იმიჯსა და რეპუტაციას ენდო, აპლიკაცია გაგზავნა და მოწვევაც მალევე მიიღო.

„ძალიან კარგი გარემოა. აკადემიაში თეორიული კურსი იყო პირველი სასიამოვნო გამოცდილება და თანაც ბევრი რამ ვისწავლეთ იქ, მაგრამ სერვისში რომ ჩამოვედი, დავრწმუნდი, რომ ამ ტრენინგის არჩევით კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მომწონს თანამშრომლების დამოკიდებულებაც, მათი მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობ. ყოველ დღე ახალს ვსწავლობ და ვიზრდები. მიხარია, რომ „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ საიტზე შემოთავაზებული რამდენიმე ტრენინგიდან მე სწორედ „თეგეტასი“ ავირჩიე“, - ამბობს სალომე.

ტრენინგს „თეგეტა აკადემია“ ორ ნაწილად ატარებს. პირველი, თვენახევრიანი თეორიული კურსია, რომელიც სალომემ ივლისის ბოლოს შუალედური ტესტირების წარმატებით ჩაბარებით დაასრულა. ახლა სამთვიან პრაქტიკულ სწავლებას გადის და სულ უფრო მეტად უახლოვდება დღეს, როცა ყველას და პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცებს, რომ პროფესიას მართლაც არ აქვს გენდერი. პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სალომე ჩხვიმიანი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი პირველი ქალი იქნება საქართველოში.

„იმ ადამიანებს ვინც სტერეოტიპულად ყოფს ქალისა და კაცის საქმეს მე ვურჩევდი, უბრალოდ თავად მოსინჯონ ამ საქმის კეთება და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება გენდერის მიხედვით პროფესიების დაყოფა. არასწორია იარლიყის მიკერება. შეიძლება იმხელა ვნება იპოვო სწორედ ისეთ საქმეში, რომელიც საზოგადოების თვალში შენი გენდერისას არ მიეკუთვნება, როგორიც არცერთი პროფესიის მიმართ გიგრძვნია. დასანანია, ადამიანი საყვარელი საქმის კეთებას სხვისი აზრის გამო მოცდეს.“

სალომეს შემთხვევაში სტერეოტიპული აზრების თავს მოხვევა რამდენიმე უსიამოვნო რეპლიკით შემოიფარგლა, უფრო მეტად კი იყო მხარდაჭერა. მისი გადაწყვეტილების მიმართ, გამხდარიყო სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი, ბევრი სულაც არ ყოფილა კრიტიკული, პირიქით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებლები - ოჯახის წევრები - სიხარულით და ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას.

„როცა ტრენინგში მონაწილეობაზე განაცხადი შევიტანე, ჩემი მშობლები მეკითხებოდნენ, როდის იქნება პასუხიო. მათაც უხარიათ ჩემი ეს გადაწყვეტილება, რადგან ისეთი საქმეა, ყოველთვის და ყველგან გამომადგება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, თუმცა, სამწუხაროდ ქალების დაინტერესება ამ მიმართულებით დაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ თეგეტაში დავრჩე და უფრო მეტი და მეტი ვისწავლო. თან ერთფეროვნება არ ახასიათებს ამ საქმეს, სულ ახალ-ახალი გამოწვევებია და ეს მომწონს.“

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.