ბიზნესი

კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს

კონკურსი „ქართული ა“
გამარჯვებული შრიფტების
გაციფრულებას იწყებს
1631860294
დაკოპირებულია

შრიფტების კონკურსი „ქართული ა“ - ს ფარგლებში 9 ახალი ფონტი შეიქმნება. გამარჯვებული ფონტები უკვე გამოვლინდა და 15 სექტემბრიდან მათ გაციფრულებაზე დაიწყება მუშაობა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ბანკის ცნობით, შერჩეულია ის 11 მონაწილე, რომლებმაც შრიფტების გაციფრულებაზე უნდა იმუშაონ, ისინი მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს „ჯეოლაბში“ გაივლიან, შემდეგ კი ერთი თვე ექნებათ შრიფტების ციფრული ვერსიის შესაქმნელად. მუშაობისთვის საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფას „ჯეოლაბი“ სრულად განახორციელებს.

კონკურსი „ქართული ა“ დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისის ინიციატივით, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისთვის, კონკურსი „ქართული ა“ ორი ეტაპისგან შედგება: ახალი ქართული შრიფტების მიღება, გამარჯვებულების გამოვლენა და შემდეგ მათი გაციფრულება.

კომპანიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მასში გამარჯვებულებს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენის უფლება აქვს, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრიროს. მონაწილემ შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოადგინოს.

პირველად კონკურსი 2017 წელს გაიმართა, ამ დროის განმავლობაში მიღებულია 350-მდე ნამუშევარი, შეიქმნა 30 ახალი შრიფტი, რომელთა ნაწილი უკვე გაციფრულდა, ნაწილზე მუშაობა კი სწორედ ახლა იწყება. უახლოეს მომავალში კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდება.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971
პარლამენტის დატოვებას
განიხილავს სააკაშვილი,
ხაზარაძის პარტია - გზა
დამილოცია, რა უნდათ მათ
პარლამენტში?

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტო...

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.