ბიზნესი

ლიბერთიმ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დააჯილდოვა

ლიბერთიმ მასწავლებლის
ეროვნული ჯილდოს
საუკეთესო ათეული
დააჯილდოვა
1633674842
დაკოპირებულია

ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის საუკეთესო ათეულს ჯილდოები გადასცა. მათ შორის არიან პედაგოგები მარნეულიდან, პანკისიდან, თელავიდან, მესტიიდან და თბილისიდან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.

„ჩემთვის და ლიბერთისთვის, დიდი პატივია, განათლების კოალიციასთან ერთად, ვიყოთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო მასწავლებლებს და აღვნიშნო, რომ ლიბერთის ახალი გუნდი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მომავალშიც განაგრძობს ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების - მასწავლებლების მიმართ ზრუნვას.

ამ პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებელთა დაფასება და მხარდაჭერა ახალი ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო მასწავლებლებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატავად, ჩვენ წელს გავაოთხმაგეთ საპრიზო ფონდი. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული პროფესიული კონკურსია.

ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მეხუთე წელია მხარს უჭერს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ლიბერთიმ წელს განათლების კოალიციასთან ხუთწლიანი მემორანდუმი გააფორმა და ღონისძიების ოქროს სპონსორად დასახელდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.