ბიზნესი

ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა

ლიბერთი ბანკი
1633765367
დაკოპირებულია

ლიბერთის მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლებისთვის“ ჩატარდა.

კონკურსში გაიმარჯვა მწერალ ბესიკ პაპასქუას მოთხრობამ „აირწინაღი“, ლიბერთის რჩეული კი გახდა გურო დავითლიძის მოთხრობა „აჩიკო“. მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს მეხუთე წელია ლიბერთისთან პარტნიორობით ატარებს.

წლევანდელი კონკურსის მიზანი იყო ქართველ მწერლებს დაეწერათ თანამედროვე სასკოლო ცხოვრების ამსახველი მოთხრობები, რომელიც სწორ ღირებულებებს წარმოაჩენს, ხელს შეუწყობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას და ასევე, მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიის პოპულარიზაციას. კონკურსის სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული მწერალი ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა დააჯილდოვა.

„ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწერალს, რომელთაც შექმნეს ეს საინტერესო ნამუშევრები, რაც მასწავლებლების როლზე კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს, რომლებიც ჩვენი შვილების მომავალს ქმნიან.

ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი ხედვა სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც კონკურსი ატარებს, ეს არის განათლებული საზოგადოება, განათლებული ახალი თაობა, დაფასებული პროფესიონალები და დაფასებული გამოცდილება.

კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა გამარჯვებულს“,- განაცხადა ვასილ ხოდელმა.

კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალურ ნომერში.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

1635316925

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663
პროკურატურა

სასამართლომ ხელვაჩაურში ტაქსის გატაცებისთვის...

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

წიგნი-სკამები ყაზბეგის გამზირზე, სააკაშვ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.