ბიზნესი

პოდიუმიდან ავტომობილებში: ვოლვო ქარსისა და 3.1 ფილიპ ლიმის კოლაბორაცია

პოდიუმიდან
ავტომობილებში: ვოლვო
ქარსისა და 3.1 ფილიპ ლიმის
კოლაბორაცია
1634121333
დაკოპირებულია

პოდიუმის კოლექციებიდან ავტომობილების ინტერიერამდე, ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ ეკოლოგიურად მდგრადი მასალების ალტერნატივა, - ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული პრემიუმ ბრენდის ვოლვოსა და თამამი ნაბიჯებითა თუ ინოვაციებით ცნობილი დიზაინერის ფილიპ ლიმის კოლაბორაცია. სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ბრენდები,წარმოებაში ეკომეგობრული მასალების გამოყენების იდეამ გააერთიანა. ასე, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სამგზავრო ჩანთა მათთვის, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

3.1 ფილიპ ლიმი სცდება ალტერნატიული მასალების მოპოვების საზღვრებს და თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში რევოლუციას ახდენს, - წყალმცენარეების გადამზადებული კაბიდან დაწყებული,მაღალხარისხიანი გადამუშავებული მასალებით დამთავრებული.

დიზაინერის სამგზავრო ჩანთის ლიმიტირებული ხაზი კი შეიქმნა ვოლვოს ინტერიერის ახალი ეკოლოგიურად მდგრადი მასალისგან, სახელწოდებით Nordico. კოლაბორაცია ვოლვოს იმ განაცხადს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც C40 Recharge-ით დაწყებული, ბრენდის ყველა ახალი, სრულად ელექტრო მოდელი ტყავის გარეშე, ეკომეგობრული მასალით აღიჭურვება.

Nordico ვოლვო ქარსის მიერ შექმნილი ახალი, მაღალი ხარისხის ინოვაციური მასალაა, რომელსაც პირველად ბრენდის მომავალი თაობის სრულად ელექტრო ავტომობილებში გამოიყენებენ. ეს არის ქსოვილი, რომელიც პლასტმასის ბოთლების, შვედეთისა და ფინეთის მდგრადი ტყეების ბიო მასალების და კორპის საცობების გადამუშავებით მზადდება. სწორედ ასეთი მასალით შეიქმნა აქსესუარი უქმეების ხანმოკლე დასვენებისათვის. ჩანთას აქვს შესანახი სივრცე, ორმაგი სახელური და სპეციალური სახელობითი ქისა.

3.1 ფილიპ ლიმის თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ფილიპ ლიმმა განაცხადა: ჩვენი ფასეულობები სრულად დაემთხვა ვოლვოს მიზნებს. ახალი ეკოლოგიურად სუფთა მასალით უნდა მივაღწიოთ საუკეთესო დიზაინს, უმაღლესი ხარისხის გარანტიით.

ამ ხედვას იზიარებს და გადაწყვეტილებებში დარწმუნებულია კომპანია ვოლვოც. წინ მომავლის ავტომანქანებია, ამავე შთაგონებით შექმნილი სალონით, რაც ტყავზე უარის თქმას და ეკომეგობრული უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებას გულისხმობს. ვოლვო ქარსში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ახალი სტანდარტი პრემიუმ კლასის ავტომობილებში.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

1635319108

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

1635318924

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

1635318840

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156
ინფექცია, 2020

4337 ინფიცირება, 3137 გამოჯანმრთელება, 42 გარ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხა...

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.