ბიზნესი

რჩევები, როგორ ვისარგებლოთ მობაილ და ინტერნეტბანკით უსაფრთხოდ

რჩევები, როგორ
ვისარგებლოთ მობაილ და
ინტერნეტბანკით უსაფრთხოდ
1633517227
დაკოპირებულია

არაფერია იმაზე უფრო კომფორტული, როცა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, მობილურის ან კომპიუტერის დახმარებით, ჩვენს ფინანსებს ვაკონტროლებთ. ფინანსური პროგრამების როლი პანდემიის დროსაც გაიზარდა, რადგან თითქმის ყველა სახის საბანკო ოპერაცია ახლა სახლიდან გაუსვლელად, ჩვენსავე მოწყობილობაზე რამდენიმე დაწკაპუნებით სრულდება, თუმცა აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ და მათი გამოყენებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

სტატიაში ინტერნეტ და მობაილბანკის უსაფრთხოებისთვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

1. აპლიკაცია გადმოწერეთ სანდო წყაროდან და განაახლეთ რეგულარულად

პირველ რიგში, სანამ მობაილბანკის გამოყენებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ სწორ აპლიკაციას იწერთ. ენდეთ მხოლოდ ვერიფიცირებულ საბანკო აპლიკაციებს და არ გადმოწეროთ ის ღია ფორუმებიდან ან სხვა საეჭვო გვერდებიდან. თუ დარწმუნებული არ ხართ აპლიკაციის ან ვებგვერდის სანდოობაში, დაუკავშირდით ბანკს და ისინი დაგეხმარებიან მობაილბანკის უსაფრთხოდ ჩამოტვირთვაში.

2. გაიაქტიურეთ სანდო მოწყობილობა

სანდო მოწყობილობა ის ტელეფონი ან კომპიუტერია, რომელსაც ყოველდღიურად, პერსონალური მიზნებით იყენებთ. თუ მობაილბანკის ან ინტერნეტბანკის პარამეტრების გვერდიდან გაიაქტიურებთ სანდო მოწყობილობას, ციფრულ ბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოგიწევთ.

3. ბანკში დაფიქსირებული გქონდეთ ტელეფონის ნომერი

თუ სატელეფონო კოდით სარგებლობთ და ბანკში არ გაქვთ დაფიქსირებული ნომერი, აუცილებელია, მიუთითოთ, რადგან გადარიცხვის უსაფრთხოების ერთჯერადი კოდი ნომერზე მოგივათ. გარდა ამისა, ტელეფონის ნომერზე ბანკიდან სხვა შემთხვევებშიც სწრაფად დაგიკავშირდებიან, მაგალითად, მოგაწვდიან ინფორმაციას საეჭვო ტრანზაქციების, ე.წ. Fraud-ის, ან ანგარიშის გატეხის შესახებ.

4. პერიოდულად შეცვალეთ პაროლები

ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფინანსური ანგარიშების დასაცავად ძლიერი პაროლების დაყენებაა. ძლიერი პაროლი ციფრების, სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების კომბინაციას წარმოადგენს.

არ დაიმახსოვროთ პაროლები ბრაუზერში. ამის ნაცვლად სანდო პაროლების მენეჯერი გამოიყენეთ.

5. გაააქტიურეთ SMS ან E-Mail შეტყობინებები

თანხის გამოტანის, გადარიცხვის ან სხვა ოპერაციის შემთხვევაში, SMS შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით ადვილად გააკონტროლებთ ანგარიშებს. ამ შეტყობინებებში, როგორც წესი, თქვენს ანგარიშზე დარჩენილი თანხა, ტრანზაქციის დრო და თანხის რაოდენობაც წერია. გარდა ამისა, საეჭვო შემთხვევებში, ბანკის შეტყობინებაც აღარ გამოგრჩებათ.

6. მოერიდეთ საჯარო WiFi-ს გამოყენებას

საჯარო WiFi-ზე დაკავშირებისას შესაძლოა სხვა ადამიანებმა თქვენს ონლაინ ნაბიჯებს თვალი ადევნონ. სანაცვლოდ, პერსონალური მონაცემების დასაცავად, ფინანსური ოპერაციები მხოლოდ მობილური ინტერნეტით ან სახლის, სანდო WiFi-ს დახმარებით შეასრულეთ.

7. შეამოწმეთ, რაზე აძლევთ წვდომას სხვა აპლიკაციებს

როცა აპლიკაციებს ვიწერთ, ავტომატურად ვეთანხმებით ხოლმე თხოვნას, წვდომა ჰქონდეს სხვა აპლიკაციებზე — ტელეფონის ნომრებზე, ზარებზე, კამერაზე, ხმის ჩამწერზე და ა.შ.

ასეთ დროს აუცილებლად დააკვირდით, შემთხვევით ახალ აპლიკაციას წვდომას ხომ არ აძლევთ მობაილბანკზეც, რადგან ასე თაღლითები ადვილად შეაღწევენ შენს ფინანსურ მონაცემებში.

8. დააყენეთ აპლიკაცია, რომელიც მობილურის დაკარგვის შემთხვევაში მობაილბანკს დაბლოკავს

მობილურები ხშირად იკარგება — სადმე გვრჩება ან გვპარავენ. ასეთ დროს, ფინანსური მონაცემების დასაცავად, სისწრაფე ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს აპლიკაციები, რომელთაც შეუძლიათ, დისტანციურად წაშალონ მონაცემები ან დაბლოკონ აპლიკაციები.

ამის მრავალი ვერსია App Store-სა და Google Play-ზე გხვდება, თუმცა მსგავსი სისტემა ბევრ ოპერაციულ სისტემას თავადაც აქვს ჩაშენებული.

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი/edufin

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

1635312899

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

1635312254
ჩინეთში ფრინველის გრიპით
ინფიცირების შემთხვევები
იზრდება

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა, ბატონ პაატა ბ...

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობი...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.