ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი
ბიზნესის მხარდაჭერის
მიზნით პროექტების
ხელშეწყობას განაგრძობს
1622725003
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 4 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს - ლისის, დადიანისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, რაც 13 მლნ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო. მიმდინარე პროექტები 10,000 და 5,000 კვ.მ. 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში აშენდება 44 ბინა. პროექტი კი 120 ადამიანს დაასაქმებს.

გარდა ამისა, პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება ნუცუბიძის ქუჩაზე, 51,000 კვ.მ. ტერიტორიაზე 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური ინვესტიციაც 13 მლნ აშშ დოლარია.

კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი სამშენებლო პროექტი- მეტრეველის, ბერბუკის, მიცკევიჩის, ცაგარელისა და დადიანის ქუჩებზე. მიმდინარე პროექტია ავლაბარში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 3500 კვ.მ-ზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ „აპექს დეველოპმენტის“ მიერ აშენებულ კორპუსებს ეკომეგობრულობა, მაღალი თბო და ხმის იზოლაცია გამოარჩევს.

„საქართველოს ბანკი უკვე წლებია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს. ბანკს ამ მხრივ პარტნიორებთან ერთად არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. სექტორის მხარდასაჭერად და საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ჩვენ არაერთი სიახლე დავნერგეთ.

არსებული შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი საიმედო პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ „აპექს დეველოპმენტის“ სამომავლო განვითარებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა გიორგი წეროძემ.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.