ბიზნესი

საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის მორგებული ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს

საქართველოს ბანკი
მომხმარებლისთვის მის
საჭიროებებზე მორგებული
ინოვაციური პროდუქტებისა
და სერვისების
შეთავაზებას განაგრძობს
1604661479
დაკოპირებულია

4 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი იურიდიულ პირებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებზე უპრეცედენტო, სრულიად ციფრულ მომსახურებას სთავაზობს. ნფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სერვისი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს სამთავრობო აუქციონში და დროის რეალურ რეჟიმში უყუროს მიმდინარე გარიგების სტატუსს. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ციფრული მომსახურების ფარგლებში მომხმარებელი ასევე შეძლებს გადაამოწმოს პორტფელის მოცულობა, მისთვის სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოს გარიგებებზე ინფორმაცია და დაათვალიეროს პორტფელის დინამიკა, როგორც ფულადი სახსრების, ასევე ფასიანი ქაღალდების კუთხით.

„როგორც საქართველოს ბაზარზე ერთადერთი ქასთოდიანი ბანკი, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, რაც მოიცავს: ფასიანი ქაღალდების შენახვას და ანგარიშსწორებას, კორპორაციული ქმედებების მართვას და მათგან მიღებული შემოსავლების აღრიცხვას. ასევე, სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ რეპორტინგს. საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს ისეთი ინსტრუმენტების შენახვას როგორიცაა ობლიგაცია, აქცია, თამასუქი, სადეპოზიტო სერტიფიკატი და ფონდი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული სერვისების მიღება ჩვენს მომხმარებელს უკვე სრულად ციფრულად შეუძლია“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ქასთოდიანი ბანკი, მომხმარებელს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას უკვე 10 წელია სთავაზობს. ბანკი აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და ყოველწლიურად ნერგავს ინოვაციურ პროდუქტებს და ახალ შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სერვისის მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 8 წლის მანძილზე, 2012 წლიდან მოყოლებული, ბანკი ყოველ წელს იღებს Global Finance-ის ჯილდოს-World’s Best Sub-Custodian Bank, როგორც საქართველოში საუკეთესო ქასთოდიანი ბანკი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f7599c082dc63b8893e975f

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.